x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კახოვკის კაშხალის აფეთქება არ იყო დაგეგმილი, მოხდა შეცდომა რუსი სამხედროების მხრიდან და კადრი, რომელიც ისტორიული გახდება
image
როგორც ბრიტანელი, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები წერენ, არანაირი წინაპირობა და საჭიროება არ იყო იმისათვის, რომ რუს აგრესორებს კახოვკის კაშხალი აეფეთქებინათ, რადგან კახოვკის კაშხლის აფეთქება უპირველეს ყოვლისა თავად რუსებს დააზარალებდა სამმაგად, განადგურდა პირველი და მეორე თავდაცვითი ზღუდეები რუსების მიერ კონტროლირებად მხარეს, წყალში ჩარჩა უამრავი ტექნიკა, საბრძოლო მასალის არსენალები, დანაღმული დნეპრიდან მძლავრმა დინებამ რუსული ნაღმები გაიტაცა და რუსების მიერ კონტროლირებად ნაწილზე მასიურად დაიწყო აფეთქება. გარდა ამისა ყირიმს შეუწყდა სასმელი წყლის მიწოდება.


არცერთი უკრაინული და დასავლური წყარო უცხოელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით არ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინა კახოვკის კაშხალზე გამავალი გზით მძიმე ტექნიკას გადაისვრიდა დნეპრის მეორე მხარეს, რადგან ყველამ იცოდა რომ კახოვკის კაშხალი რუსებმა გასული წლის ოქტომბერში დანაღმეს.


და მაინც რა მოხდა და რატომ ააფეთქეს რუსებმა კაშხალი ისეთ დროს, როცა საკუთარი ცოცხალი ძალა, ტექნიკა და საბრძოლო არსენალის უდიდესი ნაწილი გაყვანილი და გატანილი არ იყო დნეპრის მეორე მხრიდან?

აფეთქება გამოიწვია არა სანქცირებულმა აფეთქებამ, არამედ 31-ე სამხედრო-საინჟინრო პოლკის ჯგუფის შცდომამ, რომელსაც უფროსი ლეიტენანტი გონჩაროვი და ლეიტენანტი სინიხი მეთაურობდნენ.


5 ივნისს კაშხალზე დანაღმული მონაკვეთების რევიზიას აკეთებდა აღნიშნული ჯგუფი, მივლინებით ჩრდილოეთ კავკასიიდან უკრაინაში ზაპოროჟიეს ოლქში ჩასული გამნაღმველების ჯგუფი აღნიშნული ოფიცრების მეთაურობით. აღნიშნულ ჯგუფს არ გააჩნდა სერიოზული გამოცდილება, რადგან ჯგუფის უდიდესი ნაწილი ახალწვეულები იყვნენ და არა კონტრაქტით მომსახურე პროფესიონალები.


31-ე საინჟინრო-გამნაღმველთა პოლკი (ნაწილის ნომერია 31777, დისლოცირებულია ქალაქ პროხლადნიში ყაბარდინო-ბალყარეთში). პოლკი დისლოცირებული იყო კახოვკის კაშხლის სიახლოვეს. პოლკის სპეციალიზირებაა არა ნაღმური ველების შექმნა, არამედ გადასასვლელების დანაღმვა, იქნება ეს წყალზე თუ ხმელეთზე.



რუსებმა კახოვკის ჰესის კაშხალი დანაღმეს შარშან ოქტომბერში, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ აპირებდნენ ხერსონის დატოვებას.

როგორც ბრიტანელი ანალიტიკოსი წერს რუსულ ინფორმატორებზე დაყრდნობით, აფეთქება გამოიწვია აღნიშნული პოლკის ჯგუფის შეცდომამ, პირველი აფეთქება მოხდა სამანქანო განყოფილებაში, რამაც ნაღმების დეტონაცია გამოიწვია. უფროსი ლეიტენანტი გონჩაროვი, ლეიტენანტი სინიხი და მთელი მათი ჯგუფი ადგილზევე დაიღუპნენ.

კაშხლის დისტანციურად აფეთქების შემთხვევაში მათ არავინ დატოვებდა კაშხალზე, რადგან არანაირი წინაპირობა უკრაინელების დივერსიული ჯგუფების მხრიდან კაშხლის მიმართულებით არ ყოფილა.

გადამოწმებული ინფორმაციით ორივე ოფიცერი ნამდვილად მსახურობდა სამხედრო ნაწილში 31777-ში.

სწორედ დაუგეგმავმა აფეთქებამ გამოიწვია ორივე მხარეს მოუმზადებლად შეხვედრა მომხდარი ფაქტის წინაშე.


გასაგებია, რუსებს სამხედროების სიცოცხლე დიდად არ უღირთ, მაგრამ ნამდვილად არ გაწირავდნენ დაცვის ორ ეშელონს გასაწირად ტექნიკით და სამხედრო არსენალით.


არც უკრაინული მხარე აღმოჩნდა მზად ამ სიტუაციისათვის, რაც გამოჩნდა ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციისათვის.

რუსებს დაგეგმილი რომ ჰქონოდათ კაშხლის აფეთქება, რუსების "დნეპრის" დაჯგუფების სარდალი ოლეგ მაკარევიჩი 5 ივლისს დნეპრისკენ არ წაწევდა წინ შტაბს და თავდაცვისათვის საჭირო ყველა საშუალებას.

გამნაღმველების შეცდომამ თავდაყირა დააყენა კონფლიქტში ჩართული მხარეების გეგმები, არცერთ მხარეს არ აწყობდა კაშხლის გეგმიური აფეთქება, რადგან უკრაინას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე არ ჰყავდა მობილიზებული შეტევისათვის საჭირო ჯავშანტენიკა, ცოცხალი ძალა და რაც მთავარია არ დაფიქსირებულა დნეპრზე რუსული ნაღმების განაღმვის მცდელობა უკრაინელების მხრიდან.


რუსებსაც არ აწყობდათ კაშხლის აფეთქება, რადგან სამივე თავდაცვითი ზღუდე ძალიან ახლოს იყო მდინარე დნეპრთან და თუ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელ პრიგოჟინს დავუჯერებთ, დნეპრის მეორე მხარეს მყოფი რუსული არმიის დანაყოფების, სამხედრო ტექნიკის და ლოჯისტიკის მესამედი აფეთქებული კაშხლიდან დიდი სიმძლავრით გამოტყორცნილმა წყალმა გაანადგურა.

ზედა კადრზე ხედავთ სურათს, რომელიც აუცილებლად შევა უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩემი ვარაუდით.


გერმანული ნაგაზი ფეხებზე ეხვევა გადამრჩენელ მაშველს.


image
საოცარი კადრებია დამეთანხმებით.



0
505
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
505