x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
10 ყველაზე უიღბლო ადამიანი, რომელთა ისტორიები გაგაოცებთ
ნათქვამია, იღბალი მომეც და თუნდ ქვაზე დამსვიო. ამქვეყნად უამრავი იღბლიანი ადამიანი არსებობს, რომლებიც სწორედ თავიანთი უცნაური ქუდბედის წყალობით წარმატებით მიაპობენ ამ ცხოვრების ბობოქარ ტალღებს. მათ გვერდით კი არსებობენ ძალიან უიღბლო ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი სულ თავზე ემხობათ და ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ აქვთ. ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ:


1. მექსიკელმა მელანი მარტინესმა სახლი გრიგალის შედეგად დაკარგა. იგივე ბედი ეწია მის დანარჩენ სამ სახლსაც. მხოლოდ მეხუთე სახლი დაზიანდა, მაგრამ ბოლომდე არ დანგრეულა. ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანს შეებრალა ქალი და მის დასახმარებლად 200 ათასი დოლარი შეაგროვა, რათა მელანის დაზიანებული სახლი შეეკეთებინა. ქალმა როგორც კი სახლი დაასრულა, ვულკანი ამოიფრქვა და მისი სახლი დაანგრია.


ზვიგენი


2. ნაკრძალში მომუშავე ამერიკელ რეინჯერ როი სალივანს მეხი შვიდჯერ დაეცა. ერთხელ ზვიგენმა, ხოლო ერთხელ ჩხრიალა გველმაც უკბინა. ყველა ზემოთჩამოთვლილს გადაურჩა და… ბოლოს თავი მოიკლა.



3. ჯონ კიუსაკს თამამად შეიძლება ვუწოდოთ დიდი ბრიტანეთის ყველაზე უიღბლო ადამიანი. მან 16 უბედური შემთხვევა გადაიტანა, აქედან სამი ავტომანქანით. ერთხელ მეხიც დაეცა. ერთხელ ხელი ჰქონდა მოტეხილი, გამოჯანმრთელდა, საავადმყოფოდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ ავტობუსი ავარიაში მოყვა და ჯონს მოტეხილი ხელი ხელახლა მოსტყდა.


ქსელი


4. კევინ სისტრომს შეეძლო “ფეისბუკის” თანადამფუძნებელი გამხდარიყო, მაგრამ მარკ ცუკერბერგს შეთავაზებაზე უარი უთხრა, აქაოდა, სწავლას უნდა მოვრჩეო. თუმცა მოგვიანებით მაიკ კრიგერთან ერთად დააფუძნა “ინსტაგრამი, ” რომელიც ცუკერბერგმა 2012 წელს 351 მილიონ დოლარად შეიძინა.


ცნობისათვის დღეს “ინსტაგრამის” საბაზრო ღირებულება 103 მილიარდი დოლარია.


5. ცუტომუ იამაგუჩი ჰიროშიმაში იყო, როცა ქალაქის თავზე ატომური ბომბი აფეთქდა, რომელსაც მამაკაცი გადაურჩა. მალევე თავის მშობლიურ ნაგასაკიში დაბრუნდა, სადაც მის სიახლოვეს ისევ ატომური ბომბი დაეცა, რომელსაც ცუტომუ ისევ გადაურჩა.


ორ ატომურ დარტყმას გადარჩენილი ცუტომუ 93 წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაიცვალა.


6. საქსოფონის გამომგონებელი ალფონ საქსი სასარგებლო იდეებს არ უჩიოდა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან უიღბლო იყო. ერთხელ მესამე სართულიდან ჩამოვარდა და თავით ქვაზე დაეცა. ერთხელ წყალი დალია, რომელიც სპილენძის სულფიტით იყო გაჯერებული. ერთხელ თოფისწამალი აუფეთქდა და დამწვრობა მიიღო. ერთხელ მოწამვლას გადაურჩა. ერთხელ კი ქვაც მოხვდა თავში. გარდა ამისა ერთხელ მდინარეშიც ჩავარდა და კინაღამ დაიხრჩო.


ძროხა


7. ჟოაო მარია დე სოუზა თავის საძინებელ ოთახში, ტკბილ სიზმრებში მყოფი, გაქცეულმა 1360 კილოგრამი წონის ძროხამ გადათელა, რომელმაც შენობის კედელი გაანგრია და მძინარეს გადაუარა.


8. ენ ჰოჯესი ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც მეტეორიტი დაეცა. ეს 1954 წელს მოხდა, როცა ქალი დივანზე იყო წამოკოტრიალებული. ენმა კოსმიური ქვა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმს უსახსოვრა.


9. რონ ვეინმა სტივ ჯობსსა და სტივ ვიზნიაკთან ერთად “ეფლი” დააფუძნა. მას დღეს შეეძლო, მულტიმილიარდერი ყოფილიყო, რადგან იმ კომპანიის 10 %-ს ფლობდა, რომელიც ახლა 2, 5 ტრილიონი დოლარი ღირს. ამის ნაცვლად მან საკუთარი წილი 2000 დოლარად გაყიდა.


10. ფრენკ სელაკმა ძალიან სერიოზული უბედური შემთხვევები რვაჯერ განიცადა. ამ შემთხვევათაგან ზოგიერთი განსაკუთრებით სერიოზული იყო. მაგ. ერთხელ თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს ბორტზე იმყოფებოდა. ერთხელ ავტობუსმა გადაუარა, ხოლო ერთხელ ავტომანქანით უფსკრულშიც გადაიჩეხა. მაგრამ მოგვიანებით მან ხორვატიულ ლატარეაში ერთი მილიონი დოლარი მოიგო. ამიტომ ფრენკი საკუთარ თავს ძალიან იღბლიან ადამიანს უწოდებს.

1
839
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
839
  
2023, 14 ივნისი, 0:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1