x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაფერი აჩვენეს: 10 ვარსკვლავი, რომელსაც გემოვნება აქვს, ნამუსი არა

image


ვარსკვლავები საზოგადოებას თავიანთი გამომწვევი და საკმაოდ თამამი სამოსით ხშირად შოკში აგდებენ, რაც ნაწილობრივ ე.წ. "შიშველი კაბების" დამსახურებაა, რომელიც მოდაში ჯერ კიდევ 2016 წელს შემოვიდა და ცნობილ ქალბატონებს შორის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მისი კონცეფცია - გამჭირვალე ნაჭრით შიშველი სხეულის დემონსტრირებაა. ყოველი მნიშნელოვანი ღონისძიებისთვის სელებრითები შანს ხელიდან არ უშვებენ რომ არჩევანი სწორედ ასეთ თამამ, საღამოს კაბებზე არ შეაჩერონ. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომდგენელთა ის ექსტარავაგანტური "ლუქები", რომელმაც მათ თაყვანისმცემლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.





კაილი ჯენერი


image


პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში "Business Of Fashion"-ის ღონისძიებაზე კაილი ჯენერი "ტიერი მუგლერის" პროვოკაციული, შავი მაქმანებიანი სამოსით გამოჩნდა.





ემილი რატაკოვსკი


image


სანამ ვარსკვლავების უმეტესობა თამამად მხოლოდ წითელ ხალიჩაზე იცვამს, ემილი რატაკოვსკი "შიშველ" კაბებს ქუჩაშიც ირგებს, და უნდა აღინიშნოს რომ ეს მას ისე გამოსდის, როგორც სხვას არავის.





ლიზო


image


ცნობილი ამერიკელი მომღერალი, რეპერი, კომპოზიტორი და ფლეიტისტი მელისა ვივიანე ჯეფერსონი იგივე ლიზო პროვოკაციული სამოსის დიდი მოყვარულია, თუმცა ამისთვის მას გამჭირვალე კაბები ან "თევზის საჭერი ბადე" სულ არ ჭირდება. მომღერალმა, ერთ - ერთი წვეულებისთვის საცვლების ზემოდან დიდი ზომის თეთრი ქურთუკი მოირგო, რომელსაც ფეხზე ჭრელი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.





მეგან ფოქსი


image


დროა მეგანმა გამჭვირვალე სამოსის ტარება ყველას აუკრძალოს, რადგან ის მხოლოდ მას უხდება. როგორც არ უნდა შეეცადოს მსახიობი მაყურებლის პროვოცირებას, მას მაინც ყოველთვის კომპლიმენტებით ავსებენ.





კერი ვაშინგტონი


image


"შიშველი" კაბების ტრენდს გვერდი ვერც "45+"-ს ვარსკვლავებმა აუარეს, ასე მაგალითად მსახიობმა კერი ვაშინგტონმა "Met Gala"-ზე სწორედ ასეთი შავი კაბა მოირგო გამჭირვალე კორსეტითა და არშიით.





კარლი კლოსი



image


კარლი კლოსი შეიძლება 90-იან და 00-იანი წლების საუკეთესო მოდელებს შევადაროთ. გოგონა როგორც პოდიუმისთვის, ასევე გამჭვირვალე კაბებისთვისაა შექმნილი- ორივე შემთხვევაში ამერიკელ სუპერმოდელს თავისი უნაკლო ფიგურა ეხმარება.





ბელა ჰადიდი


image


ნამდვილი "შიშველი" კაბა ბელა ჰადიდმა "კოპერნის" ჩვენებაზე აჩვენა. შიშველ მოდელს თხევადი აბრეშუმი შეასხურეს, რომელიც საბოლოოდ სრულ კაბად გადაიქცა.





ქლოი სევინი


image


48 წლის მსახიობი ქლოი სევინი კიდევ უფრო შორს წავიდა - ის "ჟან პოლ გოტიეს" თეთრ, გამჭვირვალე კაბაში გათხოვდა. "ლუქი" მართალია მეტისმეტად თამამი გამოვიდა, მაგრამ ის სიმსუბუქესა და ქალურობას მაინც არ კარგავდა.





ტინა კუნაკი


image


მოდელი მეუღლესთან ერთად შავ, გამჭირვალე კაბაში მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, სამოსის ფენებს მიღმა ტინას ნახევრად შიშველი, სრულყოფილი ფიგურის დამალვა ნამდვილი დანაშაული იქნებოდა.








0
618
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
618