x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მონარქის ყველაზე უაზრო სიკვდილი- შვედეთის მეფე ადოლფ ფრედრიკი, რომელიც ფუნთუშამ მოკლა

შვედეთის მეფე ადოლფ ფრედრიკი ტახტზე 1751 წელს ავიდა, მაგრამ არასოდეს გამხდარა გამოჩენილი მმართველი, რეფორმატორი ან მეთაური. უნიჭო მონარქი ხალხს უყვარდა, ცნობილი იყო როგორც სანიმუშო მეოჯახე და კარგი ხასიათის ადამიანი. მას ქვეყნის მართვაზე მეტად ზარდახშების კეთება უყვარდა. მას ასევე უყვარდა კარგი საკვები. სწორედ ამ „გატაცებამ“ დაღუპა ის.image
მარხვის დაწყებამდე შვედები, ისევე როგორც მრავალი სხვა ერი, აღნიშნავენ “მსუქან სამშაბათს". ამ დღეს დაცემამდე ერთობოდნენ და ბევრს ჭამდნენ, რადგან ტრადიციულად ითვლებოდა, რომ უხვი საკვები მომავალ წელს წარმატებულს და ნაყოფიერს გახდის.image
რა თქმა უნდა ამ ტრადიციას მონარქიც არ ღალატობდა და 1771 წლის 12 თებერვალს სხვა დანარჩენ შვედებთან ერთად აღნიშნავდა ამ დიდ დღეს. იმ დროს მონარქი 60 წლის იყო და მრავალწლიანმა მავნე ჩვევებმა უკვე შეასრულა თავისი ბინძური საქმე.

შვედეთში სემლას ფუნთუშები უხსოვარი დროიდან ამ დღესასწაულის შეუცვლელი ატრიბუტია. ეს არის მდიდარი საკონდიტრო ნაწარმი კარდამონით, გაჟღენთილი კარაქის კრემით, ნაღებით ნუშით და შაქრის ფხვნილით. ყოველწლიურად მსუქანი სამშაბათის დღეს შვედები მიირთმევენ დაახლოებით 50 მილიონ სემლას. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ თითოეული ასეთი ფუნთუშა კალორიული ბომბია.image

იმ დღეს შვედეთის მეფემ უხვად ისადილა: ჯერ ლობსტერი გასინჯა ხიზილალით, შემდეგ ყაბაყის წვნიანი მოუტანეს, ქაშაყი და მჟავე კომბოსტო . ტრადიციულად, მონარქი სადილს ასრულებდა სემლას ფუნთუშებით, რომლებსაც იმ დროს ღრმა თეფშში ათავსებდნენ და რძიეს ასხამდნენ. მეფემ ფუნთუშები ერთმანეთის მიყოლებით მიირთვა და ბოლოს თბილი შამპანურიც მიაყოლა. სადილის შემდეგ მან იგრძნო მცირე სისუსტე, შემდეგ კი ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა საჭმლის მონელების გამო.image


შვედეთის მთავრობის წევრი, გრაფი ოქსენშერნმა თავის დღიურში დაწერა, რომ „ასეთი სიკვდილი შეეფერებოდა არა მეფეს, არამედ სოფლის მღვდელს“.

1
328
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
328
  
2023, 8 ივნისი, 18:56
მაგაზე კახეთში იტყოდნენ "ინთილა იკრაო"
0 1 1