x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
15 უცნაური ნივთი, რომლებიც შემთხვევით იპოვეს, ხოლო დანიშნულების შესახებ კი ინტერნეტიდან გაიგეს

image
მტკიცებულებები იმისა, რომ ინტერნეტში ყველანაირ კითხვაზე იპოვით პასუხს:

1. “პლასტმასის ჯოხები, რომლებსაც მგონი ძაფები აქვს მიმაგრებული"image
პასუხი: ეს არის მოგზაურობის დროს ლაქების მოსაშორებელი. გამოყენებამდე პლასტმასს ხელი უნდა მოუჭიროთ, შიგნით არსებული სითხე მიმაგრებულ ფუნჯთან ავა და როდესაც მთლიანად შეიწოვს შემდეგ შეიძლება გამოყენება. ინსტრუქციის თანახმად, პროდუქტი წითელ მილებში განკუთვნილია ჩაის, ღვინისა და სისხლის ლაქების მოსაშორებლად, ხოლო მწვანეთი შორდება - ცხიმი, ზეთი, საღებავი, ლუდი, ცხიმოვანი საკვებისა და კოსმეტიკური საშუალებების კვალი.image

2. “ასეთი კამერა დამიყენეს მეზობლებმა ჩემს ღობესთან"image
პასუხი: ეს არის კატების, ძაღლების, ციყვების, კურდღლების, თაგვების და ა.შ. შესაშინებლად. მოწყობილობა აღჭურვილია მზის ელემენტით და როდესაც ინფრაწითელი სენსორი აღმოაჩენს ცხოველის მიახლოებას, ის იწყებს ულტრაბგერის გამოცემას, რომელიც არ ისმის ადამიანისთვის და ციმციმებს.image

3. “როგორც ჩანს, ჩამოსხმულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა ალუმინის, საკმაოდ მსუბუქია. ყალიბის ცენტრში არის ჩაღრმავება, მაგრამ მარკირება არსად აქვს"image
პასუხი:80-იანი წლების ლიმონის საწურია

4. “მთლიანად ხისგან არის დამზადებული, ძალიან დაბალია მაგიდისთვის და ძალიან განიერი სკამისთვის. ნაპოვნია ფერმერების ბაზარში"image
პასუხი: საინტერესოა მანდ როგორ მოხვდა, სავარძელია, რომელსაც სპილოებს უბამენ ზურგზე.image

5. “ თეთრი პლასტმასის ნივთი და თიხის მსგავსი მასალა, ჩემს სახლზეა მიმაგრებული"image
პასუხი: ეს არის შენობის გარეთ ტემპერატურის გაზომვის სენსორი მთელ სახლში ჰაერის დატენიანებისთვის.image


6. "ლითონის კონსტრუქცია დაახლოებით 60 სმ სიგანისა და 60 სმ სიმაღლის ორსართულიანი საწოლის ზედა სართულის ზემოთ"image
პასუხი: ჩემს დებსაც ასეთი ორსართულიანი საწოლი ჰქონდათ. ეს არისბაზ ლაიტერის [სათამაშოების ისტორია] ორსართულიანი საწოლი, რომელსაც მიმაგრებული უნდა ჰქონდეს ტილო.image

7. „რა ფუნქცია აქვს ამ მთელ რიგ პლასტმასის ჩანართებს ჩემი მაცივრის კარზე? არ იხსნება"image
პასუხი: ეს არის ბოთლების დასაჭერად, რათა არ ჩამოცვივდეს მაცივრის კარის გაღების დროს.

8. “ამ მინდორზე ყველა ძროხას სტიკერები ეკრა"image
პასუხი: ეს სტიკერები იცვლის ფერს ზეწოლისას. ისინი საჭიროა განაყოფიერებული ძროხების თვალყურის დევნებისთვის. თუ ძროხაზე სტიკერი გაწითლდება, მაშინ ის უკვე განაყოფიერებულია. ვარ ფერმერი 20 წლიანი გამოცდილებით.

9. "ეს წვეტიანი ლითონის საყელო ვიპოვე სახლის ერთ-ერთ ზედა სართულზე, რომელიც ახლახან ვიყიდე ესპანეთში."image
პასუხი: ეს არის მგლის საწინააღმდეგო საყელო მწყემსი ძაღლებისთვის.
image

10. „რა ჰქვია ამ რელსებს მთავარ რელსებს შორის და რა არის მათი დანიშნულება?image
პასუხი: ეს არის გზამკვლევი რელსები, რათა მატარებლის ვაგონებმა არ გადაუხვიონ კურსიდან, თუ ის რელსებიდან გადადის. ამ შემთხვევაში კი იმისთვისაა, რომ ვაგონები პლატფორმას არ დაეჯახოს.

11. “ღუზას ჰგავს და ჯაჭვზეა მიმაგრებული"image
პასუხი: ვინტაჟური ნივთია, მისი დახმარებით პოლიციელები ჯაჭვებს იჭერდნენ

12. " უცნაური სარკე აბაზანის ზემოთ ჩემს ახალ ბინაში ვნახე, ბრიტანეთში?"image
პასუხი: ტელევიზორია წყლის საწინააღმდეგო ეკრანითimage

13. „მეტალის ჯაჭვი ღეროთი. ძალიან პატარაა მაჯისთვის. ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ინჟინერი იყო და ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში 1900-იანი წლების დასაწყისში"image
პასუხი: ჰალსტუხზე გასაკეთებელი ჯაჭვია

14. “შეზლონგზე მიმაგრებული თეთრი ლილვაკები"image
პასუხი: ხელების მასაჟორიაimage

15. "პატარა პლასტიკის სფერული ობიექტი, სავსეა გამჭვირვალე სითხით"image
პასუხი: “მრავალჯერადი “ყინულია" ცივი სასმელებისთვის
























0
550
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0