x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
გელა ზედელაშვილი: " წადი, რა, თუთუნი გაახვიე, კუპრი გაყიდე,.."

image
"რაიო? ვინ დაიბარეს და სადაო?!
აქ პრობლემის არსი იმაში კი არ მდგომარეობს, ვინ სად დაიბარეს, მიიწვიეს თუ დაპატიჟეს... ზოგადად, პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ პური მეპურემ არ გამოაცხო, პურის ნაცვლად აუცილებლად მივიღებთ ნაგავს!
დიახ!
როდესაც ტელევიზიას აკეთებს მეთუთუნე და ამ ტელევიზიას ხელმძღვანელობს მეთუთუნის ვაჟი, რომელიც ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის იქნება ნაგავი.
მე არ შეურაცხვყოფ მეთუთუნეებს... პატივს ვცემ ყველა პროფესიას, აქ საუბარია იმაზე, რაც დასაწყისში მოგახსენეთ პურის გამოცხობის თაობაზე.
მეთუთუნე ხარ, ძმაო? წადი, აკეთე პაპიროზი, ახვიე ქაღალდში თამბაქო, გაასაღე კუპრი, ჯახნამა და დოზანა, დაეგდე, აფუილე, ლანცეტს რატომ იღებ ხელში, რატომ შედიხარ საოპერაციოში, რატომ უწამლავ ადამიანებს ყოფას, სულსა და გონებას?
მდგომარეობა უფრო სავალალო ხდება, როცა სხვის პროფესიას შენ, მეთუთუნე, აუპატიურებ შენსავე დაქირავებულ ჯოგთან ერთად.
არც ამ ჯოგის წევრები არიან პროფესიონალები, ისინიც გამოქვაბულიდან შემოეხეტნენ ამ სფეროში და იცის რა, საზოგადოებამ მათი წარსული, ყოველი წინადადების შემდეგ აგრესიულად გვიცხადებენ, რომ არიან ჟჟჟუუურრრრნალისტები!
თანაც როგორი ჟჟჟჟუუუურრრრნალისტები? ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ვალდებულია, მათ მიერ “დასმულ'' შეკითხვებს უპასუხოს... ერი და ბერი ვალშია მათ წინაშე!
ესენი კომპლექსიანები არიან, სულ ჰგონიათ, რაც მიითვისეს, აუცილებლად წაართმევენ და ამიტომაც უწევთ ყოველდღე მტკიცება, ჩვენ ჟურნალისტები გახლავართო.
არა, არ არიან ეგენი ჟურნალისტები... ამ ეტაპზე შეიძლება ვუწოდოთ უნიჭო ჩიტკორები!
მე იმას არ ვამბობ, სხვა პროფესიის ადამიანს არ შეუძლია, მედიაში იმუშაოს, ან სხვა პროფესიის ადამიანმა პროფესია შეიცვალოს-მეთქი... არა, მე ვამბობ: როცა შეგნებით, მოწოდებით, გაგებით, წარსულით ხარ შეუსაბამო, რატომ ძვრები, შე ჩემა, წვენებში?
უფრო გასაგებად ვიტყვი: როცა აზრზე არ ხარ, სად უნდა დასვა წერტილი, მძიმე თუ ტირე, როცა ამ ხნის განმავლობაში ერთი წიგნიც არ წაგიკითხავს ხეირიანად და რომც წაიკითხო, შინაარსი ვერ გამოგაქვს... როცა მთელი ცხოვრება თაღლითობაში გაატარე, როცა ისიც კი არ არის შენი, რაც დღეს გაოხრია, როცა ეგეც ვიღაცას წაართვი, გადააგდე, როცა ვიღაცის ქონებას უპრაგონოდ მოაჯექ და ახლა თავს ბიზნესმენად ასაღებ, რა გინდა, ხომ მაინც “გაგიმართლა'', სად ეტენები, რა “ფრითინზიები'' გიჩნდება?
წადი, რა, თუთუნი გაახვიე, კუპრი გაყიდე, თუ ვერ გაყიდი, ეგ პაპიროზები ტრაკში გაიკეთე, ერის იდეოლოგობას რას ჩემულობ?!
მარტო ჟურნალისტიკა არ არის ამ დღეში... მეც ვხედავ და ალბათ თქვენც, რა ჯურის ხალხი ტრიალებს განათლებაში (ჭკუანაკლული ირმა გორდელაძე რომ მასწავლებელი იქნება, რაღაზე ვილაპარაკო? ან შვილები არ გეცოდებათ, ან საკუთარი თავები არ გეცოდებათ?), რა ხდება მედიცინაში და რაც მთავარია, რა დომხალი ტრიალებს პოლიტიკაში. ზოგს კი მოაქვს თავი შუშა კიტრივით, მაგრამ სინამდვილეში “თხა და გიგოც'' არ გაუგონია
.
ჭიჭეო... ჭუჭუო... შარვალჩახდილიო... მერაბ კოსტავას მცემელიო... თაღლითიო... პუბლიცისტიო... ოეეეე, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეგეთებს რა უნდათ პოლიტიკაში და მით უფრო საკანონმდებლო ორგანოში?!
მოკლედ, ნაგავი გასატანია ყველა სფეროდან და როცა გავიტანთ, ასეთ უბადრუკობას ვეღარ/აღარ გაავრცელებენ.
ჰა, ჰა, ჰა! დაიბარესო... გერმანიაშიო... ყური უნდა აუწიონო... გერმანელებმაო... ვაი, თქვენს პატრონებს!" - წერს ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი
0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0