x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რატომ არ ჭამენ მუსულმანები და ებრაელები ღორის ხორცს - რეალური მიზეზი არ არის რწმენა
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სალას, რომელიც ღორის ხორცისგან მზადდება, მიირთმევს. არადა სარწმუნოებით ებრაელია.

image

ჩვენ ვიცით, რომ ებრაელები და მუსლიმები არ ჭამენ ღორის ხორცს. ამ თემასთან დაკავშირებული ბევრი ვარაუდი და ცრურწმენა არსებობს, მაგრამ ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. ამაში მისტიკა არ არის. ეს არის წმინდა პრაქტიკული გადაწყვეტა.



ბევრი თვლის, რომ ებრაელები და მუსულმანები არ ჭამენ ღორის ხორცს, რადგან ღორი ბინძური ცხოველია. ამ ცხოველის მიმართ ზიზღს თითქოს მისი ცხოვრების წესი და კვების სტილი იწვევს. ღორები ტალახში იძირებიან და ნარჩენებით იკვებებიან. ფეკალური მასებითაც კი. ხორცი შეიძლება შეიცავდეს გვამურ შხამს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ფიქციაა.

image


რა არის რეალური მიზეზი?



სინამდვილეში, იმ დროს, როდესაც რელიგიები იბადებოდა, ხალხიც და პირუტყვიც ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ადგილები, სადაც ისლამი და იუდაიზმი წარმოიშვა, გამოირჩეოდა ცხელი კლიმატით. ღორის ხორცი კი ყველაზე მალფუჭებადი ხორცია. საკმარისი იყო მზეზე ერთი საათით დატოვება და მძიმე კვებითი მოწამვლა გარანტირებული იყო.



მაგრამ მაშინდელი ბრძენებისთვის უფრო ადვილი იყო ხალხის დაშინება, ვიდრე ესწავლებინათ სხვადასხვა საკვების მოვლის წესები. ასე გახდა ღორი საშინელი ა უწმინდური ცხოველი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ადამიანებს სიტყვა „ღორის“ ხმამაღლა წარმოთქმის ეშინოდათ, მაგრამ ამბობდნენ „სხვა რამეს“.



აღსანიშნავია ისიც, რომ ებრაელებს აქვთ კვების წესები - კაშრუტი. მათ შეუძლიათ მხოლოდ იმ მცოხნავი ცხოველების ხორცის ჭამა.



მუსულმანები თვლიან, რომ ღორი თავისი შინაგანი აგებულებით ადამიანის იდენტურია. სისიხლის გადასხმის პროცედურები თავდაპირველად ღორის დონორობით მიმდინარეობდა, ამიტომ მიაცნიათ, მუსულმანებს, რომ ღორის ხორცი ისევე არ უნდა ჭამოს ადამიანმა, როგორც ადამიანის ხორცი



კიდევ ვინ არ უნდა ჭამოს ღორის ხორცი?



თურმე ქრისტიანებმა ღორის ხორციც არ უნდა მიირთვან. ასეთი მითითება გვხვდება ძველ აღთქმაში. რა თქმა უნდა, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ქრისტიანობა დაიბადა ცხელ ადგილას, სადაც ღორის ხორცი სწრაფად ფუჭდება. მაგრამ ამ აკრძალვას არავინ იცავს – უყვართ ღორის ხორცი და მიირთმევენ დიდი რაოდენობით. მეტიც, მის შესახებ, რომ ბიბლიურად ღორი უწმინდური ცხოველია, თითქმის არავის სმენია.

1
803
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
803
  
2023, 14 ივნისი, 0:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1