x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კარლოს სლიმი -კოპრომისი და პასუხისმგებლობა

image

მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი, წარმოშობით არაბი კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება 72 მილიარდი დოლარია.ბიზნესმენი მიუხედავად თავისი კოლასალური კაპიტალისა, მოკრძალებულად ცხოვრობს. არ ჰყავს კერძო თვითმფრინავი და კვირაში 24 ათას დოლარზე მეტის დახარჯვის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ბევრი ჩანდეს, მაგრამ სხვა მილიარდერებთან შედარებით, მართლაც ზღვაში წვეთია.


კარლოს სლიმის ბიზნეს ციტატები:


  • როცა რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ, სწრაფადვე ვაკეთებ.
  • ვინც ფიქრობს, რომ ბიზნესის ძველი სახეობები დროთა განმავლობაში იღუპება, ძალიან ცდება.ისინი ახალი ცივილიზაციის მნიშნელოვან ნაწილად იქცევა.
  • როცა კრიზისის დროს ყველა ცდილობდა აქტივების თავიდან მოშორებას, მე ვყიდულობდი.
  • დროის უმეტეს ნაწილს ახალი ტექნოლოგიების შესწავლაზე ვხარჯავ. მე უნდა ვიცოდე, რა ხდება მოფლიოში და როგორ შეიძლება ამით ფულის შოვნა.
  • ბიზნესი ჩემპიონატი არ არის. აქ არ არის საჭირო კონკურენტების გასასწრებად ბრძოლა. გაცილებით მნიშვნელოვანია, თქვენი კომპეტენტურობა ამა თუ იმ სექტორში.
  • სიმდიდრემ სიმდიდრე შვას.აი, რატომ არის საჭირო მოგებული ფულის ინვესტირება და შემოსავლების განაწილება.
  • მიმაჩნია, რომ სიღარიბე საუკეთესო გარემოა ზრდისთვის. ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა ჩემი ცხოვრების მთავარი ინვესტიციაა.
  • კოპრომისი და პასუხისმგებლობა - აი, წარმატებული ბიზნესის მთავარი შემადგენელი ნაწილები.
  • ჩემი მიზანი ფული არ არის. მე ვისწრაფვი შევქმნა მომგებიანი კომპანიები საუკეთესო კოლექტივით, მინდა შევიცნო ახალი სფეროები.
  • არ მაღელვებს ჩემი რეპუტაცია. თუ სხვათა აზრებით ცხოვრობთ, დაღუპული ხართ. არ მინდა, დარჩენილი სიცოცხლე იმაზე დარდში გავლიო, რას იტყვიან ჩემზე შთამომავლები.
0
6
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0