x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
აიკ ბატისტა - კარგი გამყიდველი კარგი მსმენელია
image

ეს პიროვნება ყველაზე მდიდარი ბაზილიელია, მისი ქონება შეფასებულია 30 მილიარდ დოლარად.


აიკ ბატისტას მარტივი წესები:


1)ვერავინ იქნება ბედნიერი სიმარტოვეში. გაუზიარეთ სხვებს გამოცდილება.


2)ნამდვილად მაშინ იზრდებით, როცა პირისპირ ეგებებით პრობლემებს. კარგ მეწარმეს უნდა შეეძლოს განვითარება მარცხის დროსაც კი.

3) კარგი გამყიდველი ყოველთვის კარგი მსმენელია.

4)გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავში, თამამად ვერ შეხედავთ თვალებში თანამშრომლებს და, მით უმეტეს, კონკურენტებს.

5)ნუ დანებდებით პირველივე მარცხისას. ენდეთ ინტუიციას, მაგრამ, იმავდროულად, რეალისტი იყავით.ყურადღება მიაქციეთ კვლევებსა და გამოკითხვებს.

6)ნუ მიიჩნევთ თავს შეუვალად. არ იფიქროთ, რომ თქვენი ბიზნესი უზადო უნდა იყოს. იფიქრეთ არა სრულყოფილებაზე, არამედ წარმატებაზე.

7)თუ გაქვთ საუკვარი ოცნება, მაშ, ერთი ნაბიჯით ახლოს ხართ წარმატებასთან. სხვაობამეოცნებასა და მოღვაწეს შორის ის არის, რომ უკანასკნელი ოცნებას ხორცს ასხამს.

8) მომავლისკენ გაიხედეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც ადამიანები, ჩვეულებრივ, ვერ ამჩნევენ.

9)გაანალიზეთ თქვენი ბიზნესსაქმიანობა. თითოეული დეტალზე გაამახვილეთ ყურადღება, იფიქრეთ და მინიმუმამდე დაიყვანეთ რისკები.

10) წარმატება ბიზნესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ წარმატება მხოლოდ კარგად დაგეგმილ პროექტს მოაქვს.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0