x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
კურიოზული ფაქტი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მეუღლე და შვილები აშშ-ს მოქალაქეები არიან და იქ ცხოვრობენ

image რუსეთთან მიმართებაში ძალიან კურიოზული სიტუაციაა, სანქცირებული რუსული სამოქალაქო და სამხედრო ელიტის ოჯახის წევრები ევროპის ან აშშ-ს მოქალაქეები არიან, ასეა თავად რუსეთის დიქტატორის გოგოები ბრიტანეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები, პუტინის პრეს-მდივან პესკოვის შვილიც უცხოეთის მოქალაქეა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, თბილისში დაბადებული, ეროვნებით სომეხი ლავროვის შვილიც არაა მხოლოდ რუსეთის მოქალაქე, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რუსეთ-აშ-ს.


ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს მოადგილის გენერალ ალეკსეი კრივორუჩკოს ცოლი ორივე გოგონასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და აშშ-ს მოქალაქეობაც აქვთ, თან საკუთარი ფეშენებელური სახლი აქვთ.


შოიგუს მოადგილე, გენერალ კრივორუჩკოს ორივე შვილი ამერიკაში, მაიამშია დაბადებული და აშშ-ს მოქალაქეები არიან.


გოგონებმა აშშ-ს მოქალაქეობა დაბადებისთანავე მიიღეს. მათი დედა უფროსი შვილის დაბადებამდე 3 წელი ცხოვრობდა მაიამში.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაადგინა, რომ შოიგუს პირველი მოადგილე ამერიკაში 26-ჯერ იმყოფებოდა.სანამ შოიგუს მოადგილედ დაინიშნებოდა.
მისი უფროსი გოგონა მაიამში დაიბადა 2012 წელს, უმცროსი კი 2016 წელს.


ოჯახი აშშ-ში საკმაოდ სოლიდურ ბიზნესს ფლობს.


გარდა ამისა გენერალმა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ პრესტიჟულ "რუბლიოვკაზე" 1500 კვადრატული მეტრი ფართის მქონე სასახლე აიშენა, რომლის ღირებულება 8 მილიონი დოლარია.


აი რატომ უწევს რუსეთს ბრძოლა მოძველებული ტექნიკით, რადგან ყველა სისტემაში კორუფციაა, "ვირთხები ხრავენ" ბიუჯეტს, ამის დასაფარად კი იწყებენ ომს, რადგან "ომი ყველაფერს ჩამოწერს" (საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს ხომ არ გაგონებთ ეს რუსი ვირთხა?).

image

0
204
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
204