x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 2 ივნისს საღამოს, პარლამენტის წინ, მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს რომ ღარიბაშვილის გარდა, ირაკლი ასევე კობახიძესაც ჰქვია. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს რომ მათ ფურცლებზე "ირაყლი" ეწერათ:


"ისე, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მარტო ღარიბაშვილს არ ქვია ირაკლი, მეორეც გვყავს ეგეთი…" წერს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, პარლამენტის წინ, სადაც სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები ბანერებისა და ცარიელი ფურცლების გამო დააკავეს, სოლიდარობის ნიშნად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებმაც სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული აქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს.


მედიის წარმომადგენლებს ხელში საპროტესტო ბანერები და სხვადასხვა შინაარსის წარწერები - "ვირაკლი", "ირაყლი" და "ირაკლი რუსი" ეწერათ, პოლიციელების გაღიზიანება სწორედ მსგავსი შინაარსის წარწერებმა გამოიწვია, რასაც რამდენიმე პირის დაკავებაც მოჰყვა.







0
257
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
257