x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი მარკის სამგზავრო თვითმფრინავები ვარდება ყველაზე ხშირად?
image


3 ივნისს ავიაციის ისტორიაში ერთბაშად 4 მსხვილი ავიაკატასტროფა მოხდა, 1962 წელს პარიზში ჩამოვარდა Boeing 707, რომელსაც შეეწირა 132 მგზავრი და იმ დროისთვის იყო მსოფლიოში რეაქტიული თვითფრინავის ყველაზე მსხვილი ავიაკატასტროფა, სადაც დაიღუპა 100 კაცზე მეტი, მეორე კატასტროფა, 1963 წელს მოხდა, Douglas DC-7 წყნარ ოკენეში ჩავარდა, დაიღუპა 101 მგზავრი, მესამე ავიაკატასტროფა ასევე პარიზში მოხდა, 1973 წელს, როდესაც საბჭოთა ხომალდი Ту-144 ასრულებდა საჩვენებელ რეისს და შედეგად ლე-ბურჟეს აეროპორტზე ჩამოვარდა, მთლიანად დაიღუპა 14 ადამიანი-6 ეკიპაჟის წევრი და 8 მიწაზე.მეოთხე კატასტროფა კი მოხდა ლაგოსში, 2012 წელს, McDonnell Douglas MD-80 დაშვების დროს ჩავარდა საცხოვრებელ კვარტალში, შედეგად დაიღუპა 153 ადამიანი.


პირველი ავიაკატასტროფა, ძმები რაიტების გაფრენიდან 5 წელიწადში მოხდა, ტომას სელფრიჯი პირველი მგზავრი გახდა, რომელიც დაიღუპა 1908 წლის 17 სექტემბერს ვირჯინიაში სადემონსტრაციო ფრენის დროს, მას შემდეგ 100 წელს მეტი გავიდა, ავიაცია მკვეთრად წინ წავიდა, საოცრად დაიხვეწა, რამაც უკვე რამდენიმე ათეული წელია ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად აქცია მსოფლიოში, თუმცა ავიაკატასტროფები ხდება სამწუხაროდ, რომლის მიზეზიც სხვადასხვაა:ტექნიკური გაუმართაობა, ტერორისტული აქტი, პილოტის ან დისპეტჩერის შეცდომა, ამინდი და სხვა.



2012 წელს Boeing-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა 1959-2011 წლებში მსოფლიოში კომერციული რეაქტიული თვითმფრინავების ავარიების შესახებ, სულ მოხდა 1798 ავიაკატასტროფა, რომელთაგან 603 კლასიფიცირებული იყო როგორც ფატალური, სულ 29.025 ბორტზე დაღუპული და კიდევ 1173 სასიკვდილო შემთხვევა ხომალდების ერთმანეთზე ან ხმელეთზე შეჯახების შედეგად.



2023 წლის 28 მაისის მდგომარეობით, 205 ავარიაკატასტროფას ემსხვერპლა მინიმუმ 100 ადამიანი, 34 –ს მინიმუმ 200, რვას 300 ადამიანი, ხოლო 4 ავიაკატასტროფის შემთხვევაში დაიღუპა მინიმუმ 500 ადამიანი .სასიამოვნო არის ის ფაქტი, რომ კომერციული საავიაციო რეისების ზრდის მიუხედავად, სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ავიაკატასტროფით დაღუპულთა რაოდენობა მცირდება.



რომელი ბრენდის თვითმფრინავები ყვებიან ყველაზე ხშირად ავიაკატასტროფაში?ეს არის

Boeing 737.სულ 149 ავიაკატასტროფა 4, 360 დაღუპულით, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ Boeing 737 ფაქტობრივად ყველაზე მაღალტირაჟიანი თვითმფრინავია მსოფლიოში, 2023 წლის აპრილის მონაცემებით გამოსულია 11 395 ცალი .შედარებისთვის Boeing 747 ან Airbus A300, შესაბამისად 1573 და 561 არის დამზადებული.რაც შეეხება რუსულ(საბჭოთა) Tu-154 -ს, სულ დამზადდა 1026 ცალი, ხოლო ფრანგული A320 სულ დამზადებულია 10 840 ცალი და თუ მის ტირაჟს გავითვალისწინებთ, ერთ-ერთ ყველაზე საიმედო თვითმფრინავს ხდის მსოფლიოში.





.





ტოპ 5 თვითმფრინავი კატასტროფების მიხედვით ასე გამოიყურება:


1)Boeing 737: 149 ავარია, დაიღუპა 4, 360 ადამიანი


2)Tu-154:73 ავარია, სულ დაიღუპა 2, 911 ადამიანი


3)Boeing 747: 61 ავარია.სულ დაიღუპა 3, 713 ადამიანი


4)Airbus A320: 37 ავარია, სულ დაიღუპა 1, 505 ადამიანი


5)Airbus A300: 37 ავარია, სულ დაიღუპა 1, 416 ადამიანი

0
218
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0