x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მწნილის ქილებს თუ არ გადაადგებ, საოცრებებს შექმნი, რომლის მსგავსიც სხვას არავის ექნება
image მწნილის ქილებში, როგორც ტარაში გარკვეულ ტანხას გვახდევინებენ, თუმცა მერე აღარ ვიცით, სად წავიღოთ ისინი და ან ნაგვის ურნაში ვაგდებთ, აბ სარდაფში ვინახავთ. არადა კრეატივის მეფე მასალაა, მასზე შეიძლება დახატო აკრილით, შუშის საღებავით, შემოძერწო თიხით, თაბაშირით, უამრავი ლამაზი ნივთი შექმნა და ამასთან განუმეორებელი, რადგან ზუსტად შენნაირს შენ თვითონაც ვერ შექმნი განმეორებით რომ მოინდომო, მაინც წაგიცდება ხელი რაღაც ახალი დეკორის შესამატებლად, ახალი დეტალის საცდელად.


მტავარია, არ დაიზაროთ და თქვენ ულამაზეს ქოთნებს შეიტანთ თქვენას ინტერიერში. image

ესეც ღვინის ბოცებია, რომელიც უფუნქციოდ ელაგა სარდაფში. დამენანა, ამოვიტანე და ფუნქცია მივეცი:


ერთში მანათობელი ხე ჩავდგი, მეორეში კი ხელოვნური საკურას ყვავილები, რომელიც ჩემს იაპონურ კუთხეში განვათავსე


image

image

სხვათა შორის ასე ნებისმიერი ძველი ნივთის განახლება შეგიძლიათ. მაგალითად დახეუილ მარაოს შეიზლება გადააკრათ ტილო და მოხატოთ:

image

შეიძლება უამრავი წვრილმანი "პაწა=პუჭა" იპოვოთ სახლში, რომელსაც შეკრებთ და მშვენიერ, ტემატურ კოლაჟად აქცევთ. აი, მაგალითად გამოვძერწე თიხისგან ქართველი საბჭოთა ქალი და მამაკაცი და ბებიას და ბაბუას ძველ უჯრებში ნაპოვნი წვრილმანებით შევქმენი კოლაჟი : საბჭოთა ოჯახი" გაზრდილი დისტანციით, ცოლისთვის დანიშნული დროით, ზევით მდგომი მამაკაცით და ქვევით ქალით.



ახლა ამ კოლაჟს საპატიო ადგილი აქვს ჩემს მუზეუმში, სადაც ბევრი ადგილობრივი და უცხოელი მეგობარი სტუმარი მოდის დასათვალიერებლად.

1
80
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
80
  
2023, 2 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1