x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
3 ფაქტი ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

image

ეგვიპტური ცივილიზაცია მსოფლიოს ძლევამოსილ იმპერიად იქცა, რომელმაც ათასობით წელს გასტანა, თუმცა ძველი სამყაროს დასრულებით ის დავიწყებას მიეცა, მხოლოდ მე-18 საუკუნეში ევროპელების მოსვლის შემდეგ, ძველი ეგვიპტე ხელახლა აღმოაჩინეს. იეროგლიფების გაშიფვრის შემდეგ, მეცნიერებმა ფარაონების ისტორია აღადგინეს. პირამიდებსა და სამარხებში აღმოჩენილმა ათასობით არტეფაქტმა კი ძველი ეგვიპტელების ცხოვრების უფრო ახლოს გაცნობის საშუალება მოგვცა. თქვენ წინაშეა ეგვიპტური ცივილიზაციის 3 უცნობი ფაქტი, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით.






ფარაონები წვერს არ ატარებდნენ


image


ფარაონების დაკრძალვის ნიღბებზე, დიდსა თუ პატარა ქანდაკებებზე, მათ ყოველთვის გრძელი, წვრილი წვერით გამოსახავდნენ. ეგვიპტის მეფეებში წვერი მამაკაცურობის სიმბოლოდ ითვლებოდა, მხოლოდ ძველი ეგვიპტის გაგებით, თმიანი სხეული პატრონის დაბალ სოციალურ ფენასა და უწმინდურებაზე მეტყველებდა, ამიტომ კეთილშობილი ეგვიპტელები სხეულზე, ისევე როგორც სახესა და თავზე თმას როგორც წესი, იპარსავდნენ და ძირითადად, მოდურ პარიკებს ატარებდნენ. ეგვიპტელ კაცებს, ქალების მსგავსად კანი გლუვი და ნაზი ჰქონდათ, წვეულებასა ან ცერემონიაზე დასასწრებად კი ფარაონები ხელოვნურ წვერს იყენებდნენ, რომელსაც ნიკაპზე იწებებდნენ.






მუმიფიკაცია მანქანის ფასად


image

ეგვიპტეში ოლიგარქებს ფული სად წაეღოთ არ იცოდნენ, ამიტომ ყველა მათგანი ინვესტიციას საკუთარ მუმიებში დებდა

სიკვდილის შემდეგ მუმიად გახდომა სამოთხეში მოსახვედრად - ეგვიპტური რელიგიის საფუძველი იყო, ვინაიდან სხეულებრივი ფორმის გარეშე უსხეულო სულს ღმერთების სამსჯავროს წინაშე წარდგომა და გარდაცვლილთა სამეფოში საკუთარი თავის პოვნა არ შეეძლო. სხეული უბრალოდ აუცილებელი იყო, როგორც სულის ჭურჭელი, ამიტომ ძველ ეგვიპტეში მუმიფიკაცია რიტუალური ბაზრის ძვირადღირებულ მომსახურებად ითვლებოდა. თავადაზნაურებისთვის "ვიპ-მუმიის" შექმნა ყველაზე ძვირადღირებულ, სამეფო გზას წარმოადგენდა. ელიტარული კლიენტისთვის შინაგანი ორგანოებისა და ტვინის ამოღება და იქვე, გვერდით სპეციალურ ჭურჭელში განთავსება ხდებოდა. გარდაცვლილის სხეულს ელიტარული ღვინოებითა და სანელებლებით ანებივრებდნენ. გაშრობის შემდეგ კი ძვირფას ქსოვილში გადახვეულ დიდგვაროვნის მუმიას მოსიყვარულე ოჯახს გადასცემდნენ.


image


სამარხიანი სარკოფაგი ოჯახს უნდა შეეძინა, ასევე რამდენიმე მონა მოეკლა და გაეშრო, რათა მიცვალებულს გარდაცვლილთა სამეფოში მათი სახით მსახურები ჰყოლოდა. მდიდრებს ასევე შეეძლოთ საყვარელი კატების, ძაღლებისა და უზარმაზარი ხარების მუმიფიცირებაც. რაღა თქმა უნდა, ცალკე ფასად, რაც შეეხება ღარიბებს, მათი მუმიფიცირება სახელმწიფოს ხარჯზე ხდებოდა. მათ შინაგან ორგანოებს აცლიდნენ, ცხედარს 75 დღის განმავლობაში მარილში ათავსებდნენ, შემდეგ კი ამულეტების გარეშე, უბრალო კუბოში, უდაბნოში კრძალავდნენ. კრიმინალებს წვავდნენ, რათა იმქვეყნად არ მოხვედრილიყვნენ, თუმცა კრიმინალურ თავადაზნაურობას ამ შემთხვევაშიც გაუმართლა, მათ თვითმკვლელობის უფლებას აძლევდნენ, შემდეგ კი მათ შემთხვევაშიც ღარიბების ვარიანტი მეორდებოდა.





ტუტანხამონის სამარხი გაძარცვეს


image


ეგვიპტელები თავად ძარცვავდნენ თავიანთი ფარაონების სამარხებს შავ- ბნელი პერიოდის განმავლობაში


როგორც გვარწმუნებენ რომ თითქოს ეგვიპტის ფარაონის -ტუტანხამონის საფლავი იყო ერთადერთი ხელუხლებელი არქეოლოგიის ისტორიაში, ასე არ არის. ჰოვარდ კარტერმა, რომელმაც ის 1922 წელს მეფეთა ველზე იპოვა, საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ იყო ის უკვე გაძარცვული, და ორივეჯერ ათასობით წლის წინ, თავად ფარაონების ქვეშევრდომების მიერ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში სამარხების ძარცვა მუდმივად ხდებოდა.



image


ათასობით წლის განმავლობაში იყო ქაოსი და ბნელი ასწლეული, როცა არც დაცვა იყო და სამარხებსაც თავად ეგვიპტლები ძარცვავდნენ. პირველად, მძარცველებმა ტუტანხამონი რამდენიმე წლის შემდეგ "მოინახულეს", მათ შესასვლელი კარი გატეხეს და ყველაფერი გაზიდეს, თუმცა ბევრი რამ იატაკზე დარჩათ, მეორედ, უკვე ასობით წლის შემდეგ, ძველი ეგვიპტური ბანდა პირველთან შედარებით უფრო გაწაფული აღმოჩნდა და ტუტანხამონის სამარხის შიდა ოთახებში შეაღწია. კარტერმა იმ ქონების ინვენტარიც კი იპოვა, რომელიც მძარცველებმა სიჩქარისას დაკარგეს.


image


როგორც ჩანს, შეთქმულებაში მეფეთა ველის ჩინოვნიკიც იყო ჩართული, მეორე ძარცვისას მძარცველებმა არტეფაქტებისა და ძვირფასი ნივთების ნახევარი წაიღეს, მაგრამ შემდეგ ყველა, ვინც მის შესახებ იცოდა, გარდაიცვალა და ტუტანხამონის საფლავიც დავიწყებას მიეცა. ის ქვიშით დაიფარა, და მისი პოვნა მხოლოდ ათასი წლის შემდეგ მოხერხდა.









0
104
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
104