x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წარმოშობით გერმანელი ტყუპი დები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება ტატუებით მოიპოვეს

image
ალინა და ალიონა, ცნობილი დები გერმანიის ქალაქ შტუტგარტიდან არიან წარმოშობით. გოგონებმა 17 წლის ასაკში იპოვეს მეთოდი ისინი ნათესავებს და მეგობრებს როგორ უნდა განესხვავებინათ, ალინამ ტატუ გაიკეთა ალიონა კი ტატუს გარეშე იყო, შესაბამისად დების გარჩევაც ადვილი იყო.
თუმცა მალევე ალიონასაც მოუნდა ტატუს გაკეთება და გაიკეთა კიდეც, თუმცა ტყუპების თინეიჯერობის ტატუები დიდი ხანია უკვე წაშლილია და გოგონები სულ უფრო და უფრო ახალი სახის, დიზაინის და ფორმის ტატუებს იკეთებენ, თან რაც მთავარია თავადაც ისე დახელოვდნენ ტატუს გაკეთებაში, ერთმანეთსაც უკეთებენ ტატუს.

გოგონები იხატავენ ფერად სურათებს, რომლებშიც არაფერია მისტიური, მათი თქმით მისტიკა მათი სფერო არაა და ტატუს იკეთებელ მხოლოდ ლამაზი ტატუს ასასახად მათ სხეულზე.

"არიან წამალდამოკიდებული ადამიანები, არიან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები, ჩვენ ვთვლით, რომ ორივე დამღუპველია, მაგრამ ჩვენ ტატუდამოკიდებული ტყუპები ვართ, რომლებიც ვერ ვჩერდებით და ტატუს ტატუზე ვიმატებთ ჩვენს სხეულზე".-აცხადებენ დები.
გოგოები თავად ქმნიან მრავალრიცხოვან ესკიზებს, რომლებსაც თავადაც იყენებენ და სხვებსაც უკეთებენ ტატუს სახით.

როცა ჩემს მომავალ ქმარს შევხვდი, მან მითხრა: შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, რატომ არ მუშაობ ტატუს ოსტატად?
მე დავუჯერე და პროფესიონალის დონეზე დავეუფლე ამ ხელოვნებას"-აცხადებს-ალინა.

ერთი სიტყვით ტყუპები ამბიციამ გერმანიიდან ამერიკაში "გადაისროლა" და ამამად ჰოლივუდთან ახლოს მაღალი კლასის ლიცენზირებული საკუთარი სალონი აქვთ, სადაც ყოველდღიურად ათეულობით ცნობილ თუ უცნობ კლიენტებს იღებენ".
ტყუპებს "ინსტაგრამ" გვერდზეც უამრავი ხელმომწერი და გულშემატკივარი ჰყავთ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+14













0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
74