x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რე|ბანკი პროექტის ‘’კინო მზიურში’’ პარტნიორია
image

2 ივნისიდან კაფე „მზიური“ რე|ბანკის პარტნიორობით ღია კინოჩვენებებს განაგრძობს.


კინოჩვენებები მზიურში 2016 წლიდან იმართება. გასული წლის მსგავსად, წლევანდელი პროექტის მიზანი ქართული საავტორო ფილმების პოპულარიზაციაა.


კინოჩვენება თვეში 4-ჯერ გაიმართება, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე.



პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება როგორც თანამედროვე ქართული კინო, ასევე კინო კლასიკა და სპეციალურად მოზარდებისთვის შერჩეული ფილმები.


პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან, რაც კინომოყვარულებს საშუალებას მისცემს მეტი გაიგონ ბოლო დროის კინო-ნამუშევრების შესახებ.


კინოჩვენებების შემდეგ მაყურებლებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ დისკუსიაში არამხოლოდ ნაჩვენები ფილმის, არამედ მასთან დაკავშირებული აქტუალური თემების შესახებ.


კაფე ‘’მზიური’’ ასევე სივრცეს უთმობს ადამიანებს, რომლებსაც სურთ საავტორო ფილმების ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება.


კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, სივრცე კი სრულიად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.


R



0
0
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0