x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 უდავო დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის სამსახურში მყოფი ძალაა!
საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის სამსახურში დგას. ამ ადამიანების გულუბრყვილობა მართლაც ძალიან ნერვებისმომშლელია. მათ სჭირდებათ “უტყუარი საბუთები, ” რათა ჩვენი ხელისუფლების მოღალატეობრივი და გამყიდველი ბუნება და ნაბიჯები დაინახონ. თუმცა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მათ დასარწმუნებლად ესეც არ აღმოჩნდება საკმარისი; ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამოქალაქეთა ნაწილი მაშინაც კი არ ირწმუნებს ჩვენი ხელისუფლების მოღალატეობას, თუ მოისმენს ჩანაწერს, თუ როგორ აძლევს მითითებებს ვლადიმერ პუტინი ბიძინა ივანიშვილს.


მაგრამ მე მაინც შევეცდები, ასეთ ადამიანებს აგიხსნათ, თუ რატომ გყავთ მოღალატე და რუსეთის აგენტი ხელისუფლება:


1. რუსული მესიჯბოქსი


ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის და ”ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების განცხადებები ერთი ერთში ჰგავს რუსი პროპაგანდისტების და პოლიტიკოსების განცხადებებს. გულუბრყვილო ადამიანები ალბათ იფიქრებენ, რომ ეს დამთხვევაა, მაგრამ ამდენი დამთხვევის არსებობა შეუძლებელია. ყველაზე ლოგიკური იქნება, ვიფიქროთ, რომ ეს განცხადებები იწერება რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ და “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს ისინი მხოლოდ ეგზავნება, რათა ამ უკანასკნელებმა ისინი გააჟღერონ.



2. ანტიდასავლური რიტორიკა


დასავლეთი (ამერიკა და ევროკავშირი) არის ჩვენი ერთადერთი მოკავშირე ამ პლანეტაზე. დღეს დასავლური დახმარების წილი ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტში 2, 25 მილიარდ ლარზე მეტია. დასავლეთი არის არაღიარების პოლიტიკის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების (მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წლიურად ამერიკა 90 მილიონი დოლარით ეხმარება) და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უმნიშვნელოვანესი გარანტი. ამიტომ რუსული და საბჭოური გზავნილების შემცველი სიძულვილის ენის გამოყენება დასავლეთის წინააღმდეგ მხოლოდ საქართველოს დაუძინებელ მტრებს და რუსეთის აგენტებს შეუძლიათ.


3. რუსული აგენტურის ბოგინი


2012 წლიდან დღემდე “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს” არ ჰყავს გამოვლენილი და დაპატიმრებული რუსეთის არცერთი (!!!) აგენტი. აქედან გამომდინარე საერთოდ რატომ არსებობს ეს სამსახური და რა მიზანი აქვს მის შენარჩუნებას, გაურკვეველია.


4. პროდასავლურად განწყობილი და პატრიოტი ადამიანების დევნა და შევიწროება


ნებისმიერი პატრიოტი და პროდასავლურად განწყობილი ქართველი ხელისუფლების ზიზღის, დაცინვის და თავდასხმების მუდმივი ობიექტია. ან “ქართული ოცნების” ლიდერები პირდაპირ ესხმიან თავს ასეთ ადამიანებს და მათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს აბრალებენ, ან უსევენ ტროლებს და ბოტებს და ადანაშაულებენ მათ ათასგვარი სისაძაგლის ჩადენაში. მსგავსი უბინძურესი კამპანიების მიზანი ამ ადამიანების გაჩუმებაა.


5. რუსეთის მოქალაქეების ჩამოსახლება


უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე საქართველოში დასახლდა რუსეთის 140, 000-ზე მეტი მოქალაქე. ეს ხალხი ძირითადად ბათუმსა და თბილისშია კონცენტრირებული. ისინი ცვლიან საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურას. შეუძლებელია ამას ხელისუფლება ვერ ხედავდეს. რადგან ხედავს და არაფერს აკეთებს, ესეც იმის უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ეს ხელისუფლება რეალურად ჩვენი სულაც არ არის და რუსეთის სამსახურში დგას.


ამრიგად, საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობა არანაირ ეჭვს აღარ იწვევს. საკითხავი მხოლოდ ის არის, ჩვენ როდის გავითავისებთ ამას და როდის გამოვფხიზლდებით.


ქოცები

6
128
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
128
  
2023, 2 ივნისი, 8:12
ბიჯო რას აგინებინებ თავს ნახევარ საქართველოს თავმოყვარეობა არ გაქვს?,მწერალი ვარო,შენი მწერლობა ვერ ვნახე,ჟურნალისტად შენ ვერ ან არ გამოდექი,ვერც ბლოგერად,ახლა კიდევ ექსერტ-ანალიტიკოსობას იჩემებ....„„
რა კარგი გვარი გაქვს და როგორ არცხვენ ჩუთლაშვილო. არ გიტყდება,რატო სჩადი ამგვარ საქმეს? რა დაგიშავა ასეთი საახლობლო სანათესაომ?

5 მიზეზი არ არის საჭირო,ერთ ფაქტს გეტყვით,რატომ არ არის პრორუსული მთავრობა. ქართული ოცნების დაკომპლექტებულმა პარლამენტმა შექმნა ახალი კონსტიტუცია,სადაც შეიტანა მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. ყველას ახსოვს,ოპოზიცია არ მონაწილეობდა შექმნის პროცესში,ტრადიციული ბოიკოტი გამოუცხადა და ერთი პერიოდი,ოცნების კონსტიტუციას ეძახდნენ. ახლა გეკითხებით,თუ რუსეთის დავალების შემსრულებელია ოცნება,მაშინ ეს კონკრეტული მუხლი რატო შეიტანა კონსტიტუციაში? პუტინმა დაავალა? როგორც ვთქვი,ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ამ კონსტიტუციიის შექმნაში,ხოდა ვინ დააძალა? თუ დაკიდებას აპირებდნენ ევროინტეგრაციის,მაშინ რატომ უნდა შეეტანათ ეს მუხლი? კარგად გეცოდინებათ,კონსტიტუციის დარღვევა იწვევს მთავრობის დათხოვნას და იმპიჩმენტს,რა გამოდის რო თავისივე მოსაკლავი ხერხი მისცეს ოპოზიციას?

დარწმუნებული ვარ,იცი ეს ყველაფერი,თუმცა ამხელა კაცი დამდგარხარ და მავნებლობ. რას გიხდიან ასეთს? თუ არ გიხდიან და მოხალისე მავნებელი ხართ,მაშინ უფრო უარესი. რატო შეიყავით და წაიღეთ ნერვები ამ უკრაინით,თუ ასე დარდობთ,მაშინ წაბრძანდით იქ და იომეთ ან აფრქვიეთ ბრძნული აზრები. თუმცა ელისაშვილის არ იყოს,ძაღლი შინ არ ვარგოდეს,სანადიროდ გარეთ გარბოდეს ხალხი ხართ,არაფრის თავი არ გაქვთ გარდა მავნებლობისა. ერთს კი გეტყვი,მიგიფსი ადეიშვილკეზერაშვილმერბიშვილზე,ზედ დავაყოლე კლოუნ ზელენკი და მისი ბანდა. და კიდევ,კუანა ბაიდენი არსად დაგეკარგოთ და ორსულა კრამონა
ჩუთლაშვილი წადი რა უკრაინაში. რუსები ხო მაინც აგებენ, წვლილი შეიტანე რუსების დამარცხებაში, გმირად დაგვიბრუნდები. ყელზე რო მგიხატია ეგ უკრაინის დროშა წადი იომე დაეხმარე უკრაინას, ფულსაც ევროპულად გადაგიხდიან ევროკავშირში გეგონება თავი.
მოღალატე აქ ხარ მხოლოდ შენ შენი დამსმელ დედაც. ეეე საქართველოს მთავრობა მიაქციეთ ამ დედამიხნულს ყურადღება.
ძალიან კარგი და წინდახედული მთავრობა გვყავს, აი შენ კი ხარ პროპიდორასტული ნაცი.
0 1 6