x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ომოს ხეობის ტომი, რომელიც ნაგავს სამკაულებად იყენებს
image

ზოგიერთი ალბათ ფიქრობს, რომ ეკოლოგიური პრობლემებზე, გარემოს დაბინძურებაზე და რესურსების გადაჭარბებულ მოხმარებაზე საუბარი არის ერთგვარი ახირება, რომელიც პოლიტიკოსებს, ფანატიკოსებს და ცნობილ ადამიანებს პიარისთვის სჭირდებათ.


ჩვენს ქვეყანაში ბევრი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით მოსახლეობისათის ჯერჯერობით უცხოა ნაგვის დახარისხებას და ნარჩენების ხელახლა გადამუშავების პროცესი.მეტიც, ზოგიერთისთვის ეს აღიქმება, როგორც სრულიად არასაჭირო და უსარგებლო წვალება.


არა და ჩვენი ნაგავი არსად ქრება, ის აქტიურად ავსებს პლანეტას და აღწევს მის ყველაზე შორეულ კუთხეებამდე.




ასე, რომ ომოს ხეობის ტომებმა, ველურმა და გამოუსვლელებმა, საკუთარი მაგალითით აჩვენეს: ჩვენ იმაზე მეტ გავლენას ვახდენთ ამ პლანეტაზე და მასზე მყოფ ადამიანებზე, ვიდრე გვგონია. ბოლოს და ბოლოს, ახლა ასე გამოიყურებიან:


image


ეს ყველაფერი საკმაოდ უვნებლად დაიწყო: ცივილიზაციამ იპოვა „ველურები“ და ცდილობდა მათი ოდნავ მოთვინიერებას. არსებითად, ამ ტომებმა გაიარეს საზოგადოების განვითარების იიგივე საფეხურები, როგორიც მანამადე სხვა ხალხებმა. ყველაფერი საჩუქრებითა და მათთან კონტაქტით დაიწყო. ჯერ მაისურები და შორტები აჩუქეს, მერე „ცივილიზებული საჭმელი“ დააგემოვნეს, მერე კი ნელ-ნელა, სასაქონლო-ფული ურთიერთობას შეაჩვიეს.


ახლა კი, საუკუნეც არ გასულა და ერთ დროს „ველური“ ტომები სიამოვნებით პოზირებენ ტურისტების წინ, არ ავიწყდებათ მათთვის ფულის თხოვნა ფოტოს სანაცვლოდ და სხვა ნივთების მოთხოვნა.

image

ზოგიერთმა ევროპულმა კორპორაციამ გადაწყვიტა კიდევ უფრო ძლიერად ჩარეულიყო ტომების ცხოვრებაში. მათ ეს გააკეთეს არასტანდარტულად და უმეტესწილად, არაცნობიერად.


დიდმა ბოსებმა გადაწყვიტეს ფულის დაზოგვა ნაგვის გადამუშავებაზე და გასაკვირია, რომ ეთიოპიაში მისი უკანონოდ გადატანა უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე მისი კანონიერად უტილიზირება . შედეგად, ომოს ხეობის ტომებს ჰქონდათ წვდომა უზარმაზარ ნაგავსაყრელზე, რომელიც მათ მიიჩნიეს ... მიმზიდველად. ნათელი, მბზინავი, მოწკრიალე ლუდის თავსახურები ადგილობრივებმა ლამაზ სამკაულად მიიჩნიეს.

image

და აქ ღირს ცოტათი გარკვევა: არა ერთი ტომი არ მონაწილეობდა ამ უცნაურ მორთულობაში, როგორც წყაროების უმეტესობა წერს, რამდენიმე ერთდროულად: მურსიდან ბანამდე. ფოტოზეც კი ჩანს ამ ადამიანების განსხვავებული ფენოტიპი.


დიახ, ისინი ირთვებიან, სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, არა მხოლოდ ლუდის თავსახურებით. იყენებენ ნებისმიერი ლითონის „მოჟღარუნე“ნივთებს: გასაღებები, მავთული, დანა-ჩანგალს და თმის სამაგრებსაც კი.


აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რატომ ებღაუჭება ეს ხალხი ასე სიამოვნებით ნაგავს? პასუხი მარტივია: ის, რაც ჩვენთვის ნაგავია, იმათთვის ღირებულია. მათთვის ეს არ არის ნაგავი, არამედ თვითგამოხატვის საშუალება. ნამდვილი სამკაულები. ბოლოს და ბოლოს, თითქმის ყველა პრიმიტიული ტომი სხვადასხვა მეთოდებით იპრანჭებოდა : ზოგი კისერს რგოლებით იდიდებს, ზოგი სხეულს თიხით იხატავს, ვიღაცას კი სულაც იარებით იწონებს თავს. ამ ყველაფრის ფონზე, ლუდის თავსახურები და ჭანჭიკები საკმაოდ უცოდველად გამოიყურება.

image

თუმცა, მრავალი წლის წინ ეს ტომი იყენებდა ნიჟარებს და ჩხირებს. ტრადიცია უცებ არ გაჩენილა და არც გამქრალა, უბრალოდ ოდნავ შეიცვალა. მართლაც, თავად ტომების წარმომადგენლების თქმით, ბრჭყვიალა და ფერად-ფერადი ლითონი უფრო ელეგანტურია, ვიდრე უბრალო კენჭები და ჩხირები.... ძნელია ამაზე ეკამათო.


და არაფერია უცნაური და ცუდი იმაში, რომ ეს ხალხი თავს ასე იმშვენებს: "ცივილიზებურ სამყაროში" ვიღაც ცხვირზე ან სხეულის სხვა ორგანოებზე რგოლებს იმაგრებს, ვიღაც ტუჩებს იბერავს, ვიღაც ღაწვების კორექციას ახდენს ვიღაც მთლიან სხეულს ტატუთი იფარავს. ვიღაც კი ნაგავს ხმარობს.


სილამაზის იდეის აღქმა განსხვავებულია ადამიანებში, ეს ბუნებრივია. ერთადერთი სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ცივილიზაცია იმდენად განვითარდა, რომ იგი უკვე ზეგავლენას ახდენს პლანეტის ყველაზე შორეულ კუთხეებზე.

2
356
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
356
  
2023, 2 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2