x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 ფაქტი ლუდის შესახებ

ლუდი ქეთი გაბინაშვილი

  • ლუდი ქრისტეს შობამდე 2800 წლის ლურსმულ წარწერებშია მოხსენიებული;
  • ჰამურაბის კოდექსის მიხედვით, რომელიც ქრისტეს შობამდე 1728-1686 წლებში ბაბილონის მეფემ მიიღო, არაკეთილსინდისიერი ლუდის ჩამომსხმელები (ვინც ლუდში წყალს გაურევდა) სიკვდილით ისჯებოდნენ.
  • კათოლიკურ რელიგიაში ლუდს ორი მფარველი წმინდანი ჰყავს;
  • შუა საუკუნეების მონასტრებში ევროპაში ბერების დღიური რაციონი აუცილებლად გულისხმობდა ლუდს;
  • მსოფლიოში ლუდის ყველაზე დიდი კომპანია ბელგიაშია;
  • ლუი მეცხრეს არ უყვარდა ლუდი და ის მხოლოდ დიდი მარხვის წინ სვამდა, როგორც თვითგვემის საშუალებას;
  • ყველაზე ძველი ლუდსახარში ბავარიაში, მიუნხენთან ახლოს, ფრაიზინგის რაიონში მდებარე ვაინშტეფანის ბენედინგტელთა ორდენის მონასტერშია. ის 725 წელს დაარსდა და 1040 წლიდან ფლობს ლუდსახარშს, რომელიც დღესაც ხარშავს ლუდს;
  • ლუდის მოხმარებით ერთ სულ მოსახლეზე ჩეხეთი პირველობას არავის უთმობს, ადგილობრივი მცხოვრები საშუალოდ 162 ლიტრს ლუდს მიირთმევს წელიწადში;
  • საქართველოში რომ ლუდს უხსოვარი დროიდან ხარშავდნენ ამირანის ეპოსიც ცხადყოფს. ერთ-ერთ უძველეს ვერსიაში, დევები მათთან საბრძოლველად მისულ ამირანს მრისხანების დასაცხრომად ლუდს მიართმევენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამირანის სახეები გვხვდება ქრისტეს შობამდე მესამე ათესწლეულის არქეოლოგიურ ძეგლებზე, გასაგები გახდება საქართველოში ლუდის ხარშვის ტრადიციის სიძველეც.
  • და ბოლოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურ-მეცნიერებათ დოქტორმა დემურ დანელიამ 1974 წელს მიუნხენში ლუდის სმაში გამართულ ჩემპიონატში გაიმარჯვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 28 წუთში 13 ლიტრი ლუდი დალია, მეტი აღარ დაუსხეს. წინა რეკორდი, ამერიკელ ძალოსანს პოლ ანდერსონს ეკუთვნოდა, 1968 წელს მან ერთ საათში 8 ლიტრი დალია.
  • 0
    251
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
    ქეთი გაბინაშვილი
    251
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0