x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებამდე დამზადდა
image

არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტები და ახალი აღმოჩენები ზოგჯერ იმდენად მოულოდნელი და რევოლუციურია, რომ თავდაყირა აყენებს ისტორიას.


ისრაელში, ტაბუნის გამოქვაბულში მეცნიერებმა აღმოაჩინეს აბრაზიული ზედაპირის დამუშავების უძველესი ინსტრუმენტი! მისი ასაკი დაახლოებით 350 ათასი წელია, რაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, 100 ათასი წლით ადრეა, ვიდრე ჰომო საპიენსი გამოჩნდა. ბიბლიურად, დედამიწა სულ რაღაც 6000 წლისაა, ადამ და ევა - კიდევ უფრო გვაინდელი.


მეცნიერთა აზრით, ინსტრუმენტი დიდი ალბათობით, გამოიყენებოდა ცხოველის ტყავის დასამუშავებლად.



ხელსაწყო არის მინერალური დოლომიტისგან დამზადებული რიყის ქვა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოაჩინეს. თუმცა, სიმარტივიდან გამომდინარე, იგი დიდხანს დარჩა უყურადღებოდ. ახლა ის ხელახლა გამოიკვლიეს ისრაელელმა მეცნიერებმა.


ნიმუშის მიკროსკოპული შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქვა გამოიყენებოდა ზედაპირის გასახეხად. მათი აზრით, მისი მთავარი დანიშნულება იყო ცხოველის ტყავის დამუშავება, მაგრამ გამოიყენებოდა თუ არა ტანსაცმლის შესაქმნელად თუ სხვა დანიშნულებით, დღემდე უცნობია.


სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორის, რონ შიმელმიცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტი უკიდურესად პრიმიტიული ჩანს, მისი მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რადგან მის აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო 200 ათასი წლის შემდეგ.


უფრო მეტიც, ამ ინსტრუმენტის პოვნამდე კიდევ არის აღმოჩენილი პრიმიტიული იარაღები, რომელთა ასაკი 3 მილიონ წლამდე იყო.


წლების განმავლობაში, მათ, როგორც წესი, ჰქონდათ დამახასიათებელი ნიშნები ზემოქმედებისგან, რომელიც ხდება ვერტიკალური მოძრაობის დროს. მაშასადამე, ნაპოვნი ქვა არის უძველესი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა ტყავის დასაფხეკად, ვინაიდან ეს შრომა გულისხმობს მოძრაობებს ჰორიზონტალურ სიბრტყეში.


ტაბუნის მღვიმე, რომელიც ისრაელში ჰაიფას მახლობლად მდებარეობს, პირველად გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოიკვლიეს. გათხრების შედეგად დადგინდა, რომ მასში ჰომინიდები 500 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და აქტიურობდნენ. გარდა ამისა, გამოქვაბულში აღმოჩნდა სილიციუმის ფრაგმენტები, რაც მიუთითებს მათ მიერ ცეცხლის გამოყენების შესაძლებლობაზე.



დარვინის ევოლუციურ თეორიას არაერთი არტეფაქტი ამტკიცებს, თუმცა დარვინს არასდროს უარყვია ღმერთის არსებობა.


"სამყარო ეყრდნობა კანონზომიერებებს და მის გამოვლინებებში იგი გონების პროდუქტად გვევლინება – ეს მისი შემოქმედის მანიშნებელია", - წერდა დარვინი.


თუ ევოლუციის ტეორიას და დარვინის შრომებს ყურადღებით წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ გამოთქმა " ადამიანი მაიმუნის შთამომავალია", არის იდეოლოგიური კლიშე და უტრირებაა. ევოლუციის თეორია არ ამბობს, რომ ადამიანი მიმუნისგან წარმოიშვა. ის ამბობს, რომ homo sapiensა და ადამიანის მსგავს თანამედროვე მაიმუნებს საერთო წინაპარი ჰყავდათ. ეს ევოლუციის ორი სხვადასხვა ხაზი საერთო არსებიდან იღებს სათავეს.

1
86
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
86
  
2023, 29 მაისი, 21:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1