x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„მადამ „პღეზიდანმა" ისევ მიჰქარა!" - რას წერს გელა ზედელაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მადამ „პღეზიდანმა" ისევ მიჰქარა!



26 მაისს რაც ჩაიდინა, გახსოვთ. ან კი რა დაგავიწყებთ?



მეორე დღეს დიასპორელთა ფორუმზე მივიდა. მთავრობის მეთაურიდან დაწყებული ყველა იქ იყო. არ დაჯდა. მის შიგნეულობაში დატრიალებულმა ბალღამმა არ მოასვენა. ფოტოზეც ხედავთ - თავ-პირი ჩამოსტირის, სახეზე ზეთი ჩამოსდის.


ტრიბუნაზე აჩოჩდა, სახლიდან წამოღებულ ყავაგადასხმულ ქაღალდებს ჩახედა. ეს ფორმალურად, მოსაჩვენებლად, თორემ ძალიან კარგად იცოდა, რაც უნდა გადმოენთხია.
დაიწყო!


ერთი რა მაგის პასუხია, მაგრამაო... გუშინ პოროტოკოლი რათ დაარღვიეთო? არ შეიძლება, თავდაცვის მინისტრი აღლუმზე ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე „პღეზიდანს", უმაღლეს მთავარსარდალსო!


ეს არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებასო!


თუ გინდათ, რომ ამ ქვეყანაში წესი, რიგი და ადათი არსებობდეს, ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდესო... პროტოკოლი არის სახელმწიფოებრიობის საყრდენიო.
(რავი, მე კიდე, მე უვიცს კონსტიტუცია მეგონა სახელმწიფოებრიობის საყრდენი... კანონიც მეგონა, სამართალიც მეგონა, შეგნებაც მეგონა, წარსულიც მეგონა... რავი, პროტოკოლი საერთოდ არ გამხსენებია).


გამოვდივარ ინიციატივით, პროტოკოლის უწყება შევქმნათ, რომელიც ყველას თავის ადგილს მიუჩენსო. არ უთქვამს, პროტოკოლის სამინისტრო ჩამოვაყალიბოთ და მინისტრად გორჯესტანი გავამწესოთო. ამ ეტაპზე ვერ გაბედა, მაგასაც მალე იტყვის!


წარმოგიდგენიათ?!
თავდაცვის მინისტრი ჯერ მე უნდა მომსალმებოდა, მერე პრემიერ-მინისტრსო.
ამას საქმე რომ არ აქვს, ნაცარსა ჰქექავს, სადგისით თამაშობს და თან თავი პირველი ქალი ჰგონია!


როგორც იქნა, გადავიდა დიასპორულ საკითხებზე... ისაო, ჩვენ ყველას უნდა მივცეთ ორმაგი მოქალაქეობა, არ მაინტერესებს, ადამიანი რუსეთში ცხოვრობს თუ გვატემალაშიო... არც ის მაინტერესებს, იგი ვინიტუ ინჩუჩუნას ვაჟია თუ კობა ნაყოფიასიო.


სხვათა შორის, რომ იძახიან, რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობსო, ეგრე არ არი, სადღაც ნახევარ მილიონამდე იქნება და აქედანაც უმეტესობა ან ნახევრად რუსია, ან კიდე ნახევრად ქათველიო.
ხედავთ?!
თურმე ვინც რუსეთში ცხოვრობს, ან მუშაობს, ნახევრად რუსია... უკეთეს შემთხვევაში - ნახევრად ქართველი.
ეგეთი სისულელე მსოფლიოში ჯერ არავის უთქვამს.


თვითონ რა გამოდის, ნახევრად ფრანგი?
არა, ეს არც ნახევრად ფრანგია, არც ნახევრად ქართველი, უბრალოდ არარაობაა, უნახავმა რა ნახაო, ეგ არი!


კიდევ ბევრი სისულელე თქვა... მორჩა თუ არა, თავისი ყავაგადასხმული ქაღალდები დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა, სხვებს არ მოუსმინა. არც ბოდიში მოუხდია, არც მადლობა უთქვამს. საკუთარ თავს აქეთ გვამადლის, აქეთ გვედიდგულება, გეგონება რაღაც განსაკუთრებული ვალი გვაქვს!


რა გინდა, ქალო?!
გუშინდელივით მახსოვს... ვიწვალეთ, ვიჯახირეთ, მივედეთ, მოვედეთ, ლამის წაგებული შემოვატრიალეთ, გავოფლიანდით, ზოგს წნევამ აგვიწია, ზოგს - შაქარმა, ბიძინა ივანიშვილმა ბილბორდებზე თავისი სურათები გადაგაკრა, ხმა ამას კი არა, მე მომეცითო. ხმა იმას მივეცით და შენ ტახტრევანზე დაგსვით.
ეს ყველაფერი შეიფერე კი არა და... როგორც კი ორბელიანების სასახლის ზღურბლს გადააბოტე, ეგრევე ქოშები უკუღმა ყარე, არც ერთ ოთახში „შპალერი" არ მომწონს, არც განათებაა ხარისხიანიო.


რემონტი მოითხოვე - გაგიკეთეს!
განათება მოითხოვე - ხელახლა დაგიმონტაჟეს!
„ხრუსტალის ლუსტრები" დაიწუნე - გამოგიცვალეს!
ახალი ჯამ-ჭურჭელი გინდოდა - შემოგიზიდეს!
ავეჯი და დივან-კრესლოები დაგჭირდა - ეგეც შემოგიზიდეს!
როიალი მოითხოვე - შემოგიგორეს!
ფარდაგები და ხალიჩები ისურვე - არც მაგაზე გითხრეს უარი!
მარანი კონიაკით და ვისკით იყოს გამოტენილიო - მაგაზეც დაფაცურდნენ!
მოსამსახურეები, საპატიო ყარაულები და კარისკაცები გინდოდა - მოგიჩინეს!
მოკლედ, ყველა სურვილი აგისრულეს, კოჭი ალჩუზე დაგისვეს, მაგრამ მაინც იბოღმები, გულ-მუცელი გიდუღს, ჯიგარი გითუხთუხებს, ყურებიდანაც შხამი გადმოგდის...


მას შემდეგ, რაც ტახტრევანზე დაგსვით, შენგან ერთი ნორმალური სიტყვა აღარ გაგვიგია, ერთი მადლობა არ დაგცდენია. მე საკუთარი თვალით ვნახე, რა დღეში ჩავარდა ჯანმრთელობის მხრივ ერთ-ერთ რაიონში ერთ-ერთი შტაბის უფროსი, კაცმა კინაღამ წერილი წაიღო, არჩევნები მაინც მოიგო და... როცა ვკითხე, „პღეზიდანმა" მადლობა მაინც გადაგიხადა-მეთქი? ჰმ... არა, რა მადლობაო?
ასეთ დღეში ჩავარდა, ქალო, ლამის ნახევარი საქართველო, ნორმალურ ადამიანებს არ უნდოდათ, მათი სამშობლო „კაკებეშნიკის" ხელში ჩავარდნილიყო.


ცხოვრების გადახვევა რომ შეიძლებოდეს, მე პირადად, ალბათ, ისევ ისე მოვიქცევი, როგორც 2018-ში მოვიქეცი, სხვა არჩევანი არ მქონდა...
მაგრამ!


ქალო, შენ ვინ ხარ, რა ჯიშისა ხარ, საიდან მოხვედი, კიდევ რა გინდა, ხომ დაგიკმაყოფილეთ ყველა ხუშტური, ხალხს საკუთარ თავს რატომ აზიზღებ?
გაიღიმე, ტაში დაუკარი, მეორედ „პღეზიდანი" ვეღარ გახდები, დრო გაატარე, იმხიარულე, ვისკი და კონიაკი კი გიყვარს, ყლურწე, გაერთე, რაც გინდა ის ქენი, თავში ქვა გიხლია, ოღონდ თავი დაგვანებე, ბრიუსელებით და ვოშინგტონებით ნუ გვემუქრები, ჩვენ შენი წინაპრებივით არ მოვიქცევით, ამ ქვეყნიდან არ გავიქცევით, ისევ შენ და შენნაირებს „გაგაქცუნებთ".


ვიცი, მესმის, რომ დავალება გაქვს ასეთი, მაგრამ დავიჯერო, პატრონები გავალდებულებენ, დავალებებიც შეასრულე და თან იბოღმიანეო? შენც ისე შეასრულე, როგორც ზოგიერთნი ასრულებენ - სიცილ-კისკისით და ცოტა უფრო ეთიკურად. პრინციპში, ყველანი ერთნაირი „ქადჟები" კი ხართ, მაგრამ რავი, მაინც ეცადე, მაინც „პღეზიდანი" ხარ და ჰელენ გოგიევიჩზე ოდნავ მაღლა მაინც ხომ უნდა დადგე?!


სიტყვა გამიგრძელდა, ამდენის თქმას არ ვაპირებდი, დარდმა მაიძულა.
პრემიერ-მინისტრმა კარგი პასუხი ჩაგაბარა!


ეს ბიჭი ჩვენი რჩეულია და ისე, იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს ნაღდი ქართველი, ნაღდი კაცი!


შენ და შენნაირები კი, უკაცრავად და... ფეხებსაც ვერ მოსჭამთ!
აეგრე!!!" - წერს გელა ზედელაშვილი.


სალომე


სალომე


გელა სქრინი





0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0