x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
რამ გამოიწვია ადამიანის მონათესავე მხეცის გადაშენება 250 მილიონი წლის წინ?
დედამიწაზე მობინადრე ცოცხალ არსებათა გადაშენება არაერთხელ მომხდარა. ერთ-ერთი ასეთი გადაშენება 250 მილიონი წლის წინათაც მოხდა. ჩვენს პლანეტაზე ვულკანების მასიურმა ამოფრქვევებმა გამოიწვია კლიმატის კატასტროფული ცვლილება, რასაც სახეობათა დაახლ. 80-90 % ემსხვერპლა. პერმული გადაშენება ანუ “დიდი სიკვდილი” იყო მოვლენა, რამაც დინოზავრების ბატონობას გაუხსნა გზა ჩვენს პლანეტაზე.


Current Biology-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მასალა სწორედ პერმულ გადაშენებამდე პერიოდში მცხოვრებ ძალიან საინტერესო მტაცებელს, ინოსტრანცევიას ეხება. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ამ პრეისტორიული მხეცის ახალი ნამარხი ნაშთები იპოვეს. ეს მხეცი ბატონობდა სწორედ იმ პერიოდში, როცა დინოზავრები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ.


ინო


წარმოიდგინეთ ვეფხვის ზომის ცხოველი მარტორქისებური სქელი კანით, უზარმაზარი ეშვებით და კლანჭებით. ასეთი იყო ინოსტრანცევია.



გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს მხეცი ჩვენი უახლოესი ნათესავი გახლდათ. ინოსტრანცევიას პირდაპირი შთამომავლობა არ დარჩენია. თუმცა კინოდონტები, რომლებიც ძუძუმწოვრების პირდაპირი წინაპრები იყვნენ, ამ მხეცს უშუალოდ ენათესავებოდნენ.


ინოსტრანცევიას, ისევე, როგორც დედამიწაზე მცხოვრებ სახეობათა უდიდესი ნაწილის გადაშენება გამოიწვია იმ პროცესის ძალიან მსგავსმა და ფაქტიურად იდენტურმა პროცესმა, რასაც დღეს აქვს ადგილი დედამიწაზე. პერმული გადაშენების პერიოდში, ისევე, როგორც ამჟამად, ჰაერში გაიფრქვა უდიდესი მოცულობის სათბური აირები. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ ეს ვულკანების გააქტიურებუს შედეგად მოხდა, ხოლო დღეს ერთ-ერთი ცოცხალი სახეობა, ადამიანი, თავად ღუპავს ამ პლანეტას.


ინო


კლიმატოლოგების მტკიცებით ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება სულ მალე ატმოსფეროში იმაზე მეტი სათბური აირები დაგროვდეს, რაც პერმული გადაშენების პერიოდში იყო დაგროვილი. ეს მართლაც ასე თუ მოხდა, არამხოლოდ ადამიანებს დაგვემუქრება საფრთხე, არამედ ცოცხალ არსებათა უდიდეს ნაწილს მთელ ჩვენს პლანეტაზე, ხოლო ამის შემდეგ დედამიწას სახეობათა მრავალფეროვნების აღსადგენად კვლავაც ათეულობით მილიონი წელიწადი დასჭირდება.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0