x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოსმეტოლოგის რჩევები სუფთა და ჯანმრთელი კანისთვის - საყურადღებოა!
ჰოლივუდის კოსმეტოლოგმა ჰაროლდ ლანსერმა ყველაფერი იცის იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდეს საუკეთესოდ ნებისმიერ სიტუაციაში. გარდა იმისა, რომ არის დერმატოლოგი და პირადი მოვლის კონსულტანტი ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ბიონსე, ოპრა უინფრი, სკარლეტ იოჰანსონი და მრავალი სხვა, ის ასევე წერს წიგნებს.



image


თავის ბესტსელერებში ის საუბრობს კანის სწორ მოვლაზე. ამის გარდა, ცოტა ხნის წინ, ჰაროლდმა წარმოადგინა პირადი მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზი. ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ მის იმ ძირითად რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად იზრუნოთ თქვენს კანზე.



კოსმეტოლოგის რჩევები სუფთა და ჯანმრთელი კანისთვის - საყურადღებოა!




1. პილინგის საჭიროება ყოველდღიურად. image



ჰაროლდი პილინგის პროცედურებს ყოველდღიურად გვირჩევს და დარწმუნებულია მის საფუძვლებში ლამაზი კანის გარანტიისთვის. მაშინ, როცა ათობით კოსმეტოლოგი ცდილობს დაამტკიცოს ყოველდღიური პილინგის (აქერცვლის) მავნებლობა, ჰაროლდის კლიენტები აგრძელებენ მადლობის გადახდას მისთვის, ასეთი ეფექტური მეთოდის რჩევის გამო.






2. ერთი წუთის წესი!


იმისათვის, რომ კანი იყოს ახალგაზრდა და ჯანსაღი, ის უნდა იყოს დატენიანებული, რაც პრინციპში ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ცნობილი კოსმეტოლოგი გვირჩევს სახის დაბანისთანავე დამატენიანებელი კრემის წასმას. სასურველია კრემი წაისვათ დაბანიდან 60 წამში. „ამ პერიოდში წყალი კანის ზედაპირიდან აორთქლებას ვერ მოასწრებს, რაც ნიშნავს, რომ დატენიანების ეფექტურობა მაქსიმალური იქნება“ - განმარტავს ჰაროლდი.






3. სპონჟის (ღრუბელი) მავნებლობა. image


კოსმეტიკური ბრენდები მრავლად გვთავაზობენ სხვადასხვა სახის ე.წ ღრუბლებს სახის მოვლისთვის თუ უბრალოდ სხვადასხვა სახის საცხების, ტონალური კრემების წასასმელად და ა.შ. სინამდვილეში, ისინი იმაზე მეტ პროდუქტს შთანთქავენ, ვიდრე გჭირდებათ იმ კონკრეტულ მომენტში გამოყენებისთვის და თავისთავად, დანაკარგიც ჯამში ბევრია. ხელის გულზე დასხმული გელი ან ტონიკი თითების მოძრაობით უფრო შეიწოვება კანის მიერ და თანაბრად ნაწილდება, ვიდრე ამას სპონჟით აკეთებთ.






4. პრაიმერის აუცილებლობა.


ბევრი ქალბატონი უარყოფს პრაიმერის გამოყენებას სახის მოვლის პროცედურებისას. მიზეზად კი მიაჩნიათ მისი მავნე ქიმიური შემადგენლობა. სინამდვილეში, პრაიმერის შემადგენლობა ძალიან ნეიტრალურია და მისი სარგებელი ნებისმიერი ტიპის კანისთვის ძალიან მაღალია. ცხიმიანი კანი დაცული იქნება აკნესა და ჩაკეტილი ფორებისგან, ხოლო ნორმალური კანის ზედმეტი გაშრობის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.






5. ფრთხილად იყავით SPF დაცვასთან.image
ჰოლივუდის ვარსკვლავების პირადი კოსმეტოლოგი გვირჩევს, ძალიან არ გაგვიტაცოს SPF-ის შემცველმა პროდუქტებმა და თავი შევიკავოთ მათი ხშირად გამოყენებისგან. ჩვენ არ ვსაუბრობთ მათ გამორიცხვაზე, კოსმეტოლოგი გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ გამოყენებული კრემების შემადგენლობას. მაგალითად, თუ დამატენიანებელი უკვე შეიცავს SPF დაცვას, მაშინ მზისგან დამცავი სპეციალური პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება. "ეს გამოიწვევს კანზე დიდ დატვირთვას" - ამბობს ჰაროლდ ლანსერი.






6. კანს მიეცით დასვენების საშუალება.


კვირაში ერთი დღე მაინც, კანს მიეცით დასვენებისა და დამოუკიდებლად სუნთქვის საშუალება. ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს, თუმცა შეგიძლიათ დამატენიანებელი საცხის გამოყენება.






7. წყლის ტემპერატურა. image


კანის ჯანმრთელობისთვის, დასალევი და დასაბანი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ტოლი.




0
28
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0