x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„კარფურის“ ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“
image

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავის ერთგულ მომხმარებელს ახალ კამპანიას სთავაზობს ონლაინ შოპინგის მიმართულებით.



30 მაისის ჩათვლით Wolt-ის აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს ქართული პროდუქცია 40%-მდე ფასდაკლებით, ასევე ორი ნებისმიერი ბადაგონის ქართული ღვინის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ღვინის ჭიქას.



26, 27 და 28 მაისს Wolt-იდან კარფურის გამოძახებისას მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CARREFOUR26MAY და მიიღოს 10 ლარი Wolt-ის ანგარიშზე. ამის გარდა 26, 27 და 28 მაისს Wolt-იდან კარფურის გამოძახებისას მინიმუმ 50 ლარიან შეკვეთაზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელი დაიბრუნებს Wolt-ის ანგარიშზე 20 ლარს.



„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.




R



0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0