x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5 გამორჩეული ქალი სამეფო ოჯახებიდან

image

სამეფო ოჯახების ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია, განსაკუთრებით კი იმ ქალბატონების, რომლებმაც პრინცების გული მოინადირეს და სამეფო ოჯახებს შეუერთდნენ.

1. იორდანიის დედოფალი რანია

image

ის იორდანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. დედოფალი დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას და ქმრის ერთგული მხარდამჭერია. ის ოთხი შვილის დედაა და აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო ღონისძიებებით. მთელ მსოფლიოში გამორჩეულია თავისი სტილით.

2. ესპანეთის დედოფალი ლეტიცია

image

2012 წელს ის ესპანეთის პირველი არადიდგვაროვანი დედოფალი გახდა. ქორწინებამდე ის ჟურნალისტი იყო. ლეტიცია 2 შვილის დედაა და აქტიურადაა ჩართული სამეფო ცხოვრებაში. ესწრება უამრავ ღონისძიებას და ქველმოქმედებითაა დაკავებული როგორც ესპანეთში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მისი სტილით კი ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ის აქტიურად უწევს პოპულარიზაციას დაბალფასიან ესპანურ ბრენდებს.

3. დანიის გვირგვინოსან პრინცესა მერი

image

ავსტრალიერი გოგონა, რომელიც დანიის ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინდა. მერი ქორწილამდე დაკავებული იყო პირადი კარიერით, მაგრამ ქორწილის შემდეგ დანიაში ცხოვრობს და მთელ დროს უთმობს ოჯახს და ქველმოწმედებას. ჩართულია სამეფო ვალდებულებების შესრულებაში. ის 4 შვილის დედაა. მერი გამორჩეულია თავისი ჩაცმის სტილითაც.

4. ბრიტანეთის პრინცესა ანა

image

პრინცესა ანა დედოფალ ელიზაბეტის და პრინც ფილიპის ერთადერთი ქალიშვილია. ის დღემდე აქტიურადაა ჩართული სამეფო ღონისძიებებში და დიდ დროს უთმობს ქველმოქმედება. ის ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელია ბრიტანეთში და ათამდე სხვა ქვეყანაში. ის ასევე სამხედროა.

5. უელსის პრინცესა ქეითი

image

ქეით მიდლტონი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. თანამშრომლობს უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან. ასევე, გამორჩეულია მისი ჩაცმის სტილი. ის ბრიტანული მოდის ამბასადორია.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0