x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი
imageმსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი ითვლის 482 გემს.მოდი განვიხილოთ ყველა მათგანი თავიანთი კატეგორიებით. ფლოტიდან 237 გემი არის საბრძოლო, აქედან 11 ავიამზიდია.


აბრაამ ლინკოლნის სახელობის ავიამზიდი
imageავიამზიდის დანიშნულება არის თვითმფრინავების გადატანა მსოფლიო ოკეანეში
და მათი ტექნიკური გამართვა, მზადყოფნაში შენარჩუნება სამომავლო სამხედო
მისიისთვის.წარმოდგენილ სურათზე არის აშშ-ს ერთ-ერთი ავიამზიდი, სადაც განლაგებულია 29 სამხედრო თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი და ერთ ელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი.ეს ავიამზიდი 2010 წელს ღირდა 4 მილიარდ დოლარზე მეტი. მას შეუძლია განავითაროს 56კმ/სთ სიჩქარე.


ამფიბიური მოიერიშე საბრძოლო ხომალდი
imageგემი ანვითარებს 33 კმ/სთ სიჩქარეს.მას შეუძლია გადაიყვანოს 5, 000 საზღვაო ქვეითი. მსგავსი აშშ-ს ფლოტში 11-ია.მისი დანიშნულებაა სამხედროების გადაყვანა.


ამფიბიური იერიშის მთავარსარდლობის გემი
image
მსგავსი გემი აშშ-ში 2-ია.მისი მაქსიმალური სიჩქარეა 30 კმ/სთ.
მეორე მსოფლიო ომის საზღვაო დესანტის გადასხმისთვის, ვისაც გაქვთ ნანახი
უმალ გაგახსენდებათ ეს გემი.
imageგემი გამოიყენება 120 ქვეითის გადაყვანაში ან შეუძლია ერთი ტანკის გადატანა, ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგება. გემის სიჩქარეა 19კმ/სთ. ამფიბიური სატრანსპორტო
image
გემის მიაზნია შვეულმფრენების ტექნიკური უზრუნველყოფა.მსგავსი არის 12.
შემტევი წყალქვეშა ნავები
image
მათი რაოდენობა საზღვაო ფლოტში უტოლდება 49-ს. მათი მიზანია გაანადგურონ ზღვის ზედაპირზე არსებული გემები და დაიცვან მოკავშირე გემები.წყალქვეშა გემები შეიარაღებულია საკრუიზო რაკეტებით.ეს ბოლო გარემოება იძლევა საშვალებას დააზიანოს წყალქვეშა გემმა მტრის სახმელეთო სივრცეში სამიზნეები.



ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავი
imageმსგავსი გემი ფლოტში 14-ია. მათი დანიშნულებაა საჭიროების შემთხვევაში
ათასობით კილომეტრის მანძილზე ესროლონ სამიზნეს, მსგავსი წყალქვეშა ნავები
ატარებენ ატომურ ქობინებს.
imageკრეისერის მიზანია საკუთარი რაკეტებით გაანადგუროს მტრის თვითმფრინავები
და ბალისტიკური რაკეტები.მათი რაოდენობა არის 17.
imageგამანადგურებელი აშშ-ს ფლოტში 72-ია, მისი დანიშნულებაა მცირე მანძილზე
საბრძოლო მოქმედებების წარმოება და მოკავშირე ძალების გემების დაცვაა.ესეთი
ტიპის გემები ატარებენ 90-მდე რაკეტას.


სადესანტო გემი
imageსადესანტო გემების რაოდენობა არის 10, მსგავსი კლასის გემს შეუძლია 520 მეზღვაურის გადაყვანა, 25 ტანკის ან 80 ჯავშანტრანსპორტიორის.მთლიანობაში 2, 500 ტონის გადაზიდვა. საზღვაო ფლოტში არის სხვა კატეგორიის გემები, რომელთა გარეშე ფლოტი საკუთარ სახეს ვერ შეინარჩუნებს, ესენია: სამედცინო გემები, ლოჯისტიკური გემები და სხვა..








1
260
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
260
  
2023, 1 აპრილი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1