x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გურამ ქართველიშვილი: "უკვე ყველაფერს ვწერ.. ახლა დუმილი ღალატია.."
image
"ერთერთ სინოდის წევრს რომელიც შინ მეწვია შარშან ზაფხულს, ასეთი რამ შევთავაზე “გააგრძელე საქართველოს ისტორიას" გადასარჩენად: - დამხმარებოდა საპატრიარქო იმაში, რომ ამ საჭირო საქმისთვის სტუდია შინ მომეწყო. მინიმალური ხელფასი ჰქონოდა სამ ადამიანს რომლებიც ფილმის დამზადებაზე მუშაობს, რათა “გააგრძელეს" ისედაც გაჭირვებული ხალხის შემოწირულობებით აღარ ეარსება. თანაც ვთავაზობდი რომ ეს პროექტი, რომელიც მეტად აუცილებელი ქართული იდეოლოგიაა ეკლესიის წიაღში დაიდებდა ბინას და ამით საპატრიარქოს ავტორიტეტი უფრო აიწევდა. თან ასეთ საშურ საქმეს გამოუჩნდებოდა პატრონი. შედეგი კი მეტად ხარისხიანი და პროდუქტიული იქნებოდა.......
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და იმ წყალში მოცურავე თევზებივით დუმს შეთავაზებაზე პასუხი.
ის სტუმრად მყოფი იერარქი სხვებივით მდიდარი არ არის და არც ვერცხლის საჩხრიალოდაა შემძვრალი სინოდში. ამიტომ მისი ყოველი შეთავაზება “ძლიერთა ამა ქვეყნისანზე" დარჩა “ხმად მღაღადებლისად, უდაბნოსა შინა"..... (როდის იყო ჩვენში უფულო ჭკვიანებს უსმენდნენ)
მეტი რაღა დავწერო. დანარჩენი თქვენი განსჯისთვის მომინდია.
არადა ისე მიდის საქმე, რომ მეც მომიწევს ამ საქმის გაჩერება. მე სასწაულებს ვერ ვახდენ, ხალხო, უბრალო მოკვდავი და როცა “თავს ზევით ძალა აღარ არის" უნდა გაჩერდე. თანაც იმდენ ასეთ ისტორიას მოვყვები ჩემი “მათხოვრობისას" ამ საქმის გადასარჩენად, ვერ დათვლით. ამიტომაც მაქვს ასეთი განგაშის ტონი წერისას, ქართველებო, რადგან, მარად პულსზე მიდევს ხელი იმაზე, თუ როგორ ნადგურდება ქართული ფასეულობები და მშველელი არავინაა, ვისაც ხელეწიფება", - წერს გურამ ქართველიშვილი.
0
159
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0