x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
"ბეემვე" - საავიაციო ძრავებიდან მანქანებამდე

image
დღეს მოგიყვებით იმ კომპანიის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი მსხვლი მანქანების მწარმოებელია მსოფლიოში, 2017 წლის მონაცემებით გამოუშვა 2, 279, 503 მანქანა და ამ რაოდენობით იყო მეთოთხმეტე უმსხვილესი საავტომობილო მანქანების მწარმოებელი.იცოდით თუ არა, რომ (BMW)"ბეემვე" დაარსდა 1916 წელს, როგორც თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელი, ის ამ საქმით დაკავებული იყო 1917-1918წწ და 1933-1945წწ.ამ კომპანიის გრძელვადიანი აქციონერია კვანდტების ოჯახი, რომელთა ინვესტიციით 1959 წელს კომპანია გადარჩა გაკოტრებას."ბეემვე" აწარმოებდა მოტოციკლების ძრავებს, ფერმის აღჭურვილობას და სარკინიგზო მუხრუჭებს. კომპანიამ საკუთარი მოტოციკლეტი გამოუშვა 1923 წელს."ბეემვე" ავტომობილების საწარმოდ იქცა 1928 წელს.1930-იან წლებში სპორტული მანქანების გამოშვება დაიწყო კომპანიამ.მეორე მსოფლიო ომის დროს საწარმომ კონცეტრირება მოახდინა თვითმფრინავების ძრავის წარმოებაზე, სადაც ჩართული იყო 40 ათასამდე დამონებული მუშა.მოტოციკლები დარჩა როგორც გვერდითი ხაზი და ავტომობილების წარმოება საერთოდ შეწყდა.გერმანული ავიაციის ძრავებით მომარაგების გამო, საწარმო დაიბომბა მოკავშირებიის მიერ მეროე მსოფლიო ომის დროს.ომის შემდეგ საწარმო ამზადებდა ქვაბებს, ტაფებს და ველოსიპედებს.1948 წელს განაახლა BMW-მ მოტოციკლების წარმოება.ძვირადღირებული მანქანების ნელმა გაყიდვებმა და მცირე მოგებამ განაპირობა კომპანიის გაკოტრებამდე მისვლა 1959წელს(ბაზარზე დიდ კონკურენციას უწევდა მერსედესი).კვანდატი, ის პიროვნება, რომელმაც გადაარჩინა გაკოტრებას "ბეემვე"საკუთარი ინვესტიციით(კომპანიის აქციები იყიდა, ანუ კომპანიის შემოსავალი მისი იქნებოდა)1933 წელს იყო ნაცისტური პარტიის წევრი, იშოვა დიდი რაოდენობით თანხა.კვანდატი იყო მრეწველი, რომელმიც ჰიტლერის გერმანული ჯარს აიარაღებდა ცეცხლსასროლი იარაღით და ბატარეებით.
მისმა სამმა საწარმომ გამოიყენა 50, 000-მდე დამონებული მუშის შრომა, რომელთა ხანგრძლივობა საშვალოდ ექვსი თვე იყო.ამ შეგროვილმა თანხამ შეუწყო ხელი მის შვილს განეხორციელებინა ინვესტიცია 1959 წელს.
2006 წელს ტურბო ძრავის მანქანა გამოუშვა საწარმომ, 2010 წელს პირველი ჰიბრიდი(საწვავსაც მოიხმარს და დენსაც)2020 წლის კოვიდ პანდემიამ 8 პროცენტიანი კლება გამოიწვია კომპანიის გაყიდვებში."ბეემვე" და "ტოიოტა" შეთანხმდნენ ერთობლივად გამოუშვან 2025 წლისთვის წყალბადის საწვავზე მომუშავე მანქანა.2021 წლის მონაცემებით 118, 909 ადამიანი არის დასაქმებული კომპანიაში.2014 წლის ივლისში კომპანიამ განაცხადა, რომ აარსებს ქარხანას მექსიკაში, ხარჯები იქნება 1 მილიარდი დოლარი, ქარხანაში დასაქმდება 1, 500 ადამიანი, საწამომ ყოველწლიურად უნდა გამოუშვას 150, 000 მანქანა.2007 წელს ინდოეთში განხორციელდა 20 მილიონი ევროს ინვესტიცია, საწარმომ წელიწადში უნდა გამოუშვას 1, 700 მანქანა.

3
30
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
30
  
2023, 7 აპრილი, 22:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 4 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 აპრილი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3