x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"მე მაგ ბიჭს არ დაგაჩაგვრინებთ იცოდეთ, შეგაკვდებით“ - რამ აღაშფოთა ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:


"კარგი სიტყვა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პრინციპში, მაგრამ ერთი ადგილის თამაში და არაგულწრფელობა დომინირებს მაინც ამ ადამიანში, რაც ყველაფერ კარგს აუფასურებს: ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკიდან წავიდა მას შემდეგ დაიწყეთო კურსის შეცვლა, უთხრა ქოცებს. მოდი და გაიგე, რისი თქმა უნდოდა ამით.


რავი, კურსის შეცვლა მგონი ზარქუას ბრალდება და მე მაგ ბიჭს არ დაგაჩაგვრინებთ იცოდეთ, შეგაკვდებით!"- ვკითხულობთ ტელეწამყვანის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს "ქართული ოცნება" არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია.


პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები ძლიერდება, პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილო საქართველოს მთავრობამ კი სხდომათა დარბაზი მალევე დატოვა.


"სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს?" -წლიური მოხსნების განმავლობაში პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" არაერთხელ მიმართა, ზურაბიშვილმა 2012 წლიდან დღემდე მოვლენებიც გაიხსენა და მმართველ გუნდს უთხრა, რომ მან ნელ-ნელა "ფერისცვალება" დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას არ ესმის რა სურს ხალხს, საზოგადოება კი ევროპულ განვითარებას ითხოვს.


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდნეტი 18 აპრილს, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა რომ ევროპარლამენტში ის ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია:


"ახლახანს მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.








0
767
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
767