x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რა შეიძლება ცხოვრობდეს ატლანტიკის ფსკერზე? - მოვლენა, რომელიც მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ ახსნეს (ვიდეო)
image

ისინი სრულიად განსხვავდებიან იმისგან, რასაც მეცნიერები აქამდე აღწერდნენ.



ეს უცნაური ხვრელები პორტუგალიის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფსკერზე არის მოფენილი, აზორის კუნძულების მახლობლად. აქ სიღრმე ორ კილომეტრზე ოდნავ მეტია. საინტერესოა, რომ ამ ადგილებში გადის შუა ატლანტიკური ქედი, ანუ ორი ლითოსფერული ფილის საზღვარი.



პირველად ეს უცნაური კვალი აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 2004 წელს ნორვეგიული დრონის საშაულებით, მას შემდეგ მკვლევარები იქ არაერთხელ მიცურეს, მაგრამ მოვლენა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.



ხვრელების სიგრძე დაახლოებით ექვსი სანტიმეტრია და ისინი დაახლოებით ერთნაირი მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები. ისინი ქმნიან ერთგვარ წერტილოვან ხაზებს - ზოგჯერ სწორს, ზოგჯერ მოხრილს - რამდენიმე მეტრის სიგრძისას.


უფრო მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ არის ხვრელები, რომლებიც უკვე აშკარად ძველია, ისინი დაფარულია ლექით და არის ისეთებიც, რომელთა მკვეთრად ჩანს, რომ შედარებით ცოტა ხნის წინ წარმოიქმნა.


image

ძირითადი ვერსია არის რაღაც ამოუხსნელი არსების სასიცოცხლო აქტივობის კვალი, რომელიც ჯერ კიდევ დასადგენია.


მეცნიერები ამბობენ, რომ ნაკვალევი ზღვის უძველესი ორგანიზმების ნამარხებს წააგავს, რომლებიც სხვადასხვა დროს ბევრჯერ იქნა ნაპოვნი ზღვის ღრმა კლდეებში. მაგრამ თუ მათ შევადარებთ, ცხადი ხდება, რომ ისინი რეალურად სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან და ბიოლოგები იძულებულნი არიან აღიარონ ეს.


მაგალითად, ასეთი გაქვავებული ნიშნებია Treptichnus pedum, რაც ნიშნავს „შებრუნებულ ნაკვალევებს“. მათი ასაკი 540 მილიონ წელზე მეტია. მაგრამ, როგორც ფოტოზე ხედავთ, ეს არ არის ჩაღრმავება, პირიქით, ამობურცულია ზედაპირზე და შიგნით არის პატარა გვირაბები. ბიოლოგების აზრით, ისინი გაბურღული იყო ჭიის მსგავსი არსებების მიერ. გარდა ამისა, ეს ნიშნები უფრო მცირე ზომისაა და გვხვდება მხოლოდ მეჩხერ წყლებში.


image

კიდევ ერთი შემოთავაზებული ვარიანტია სახელწოდებით, Paleodictyon-ი. მაგრამ ეს არის რამდენიმე საოცარი მრავალკუთხედის მთელი ქსელები, რომელიც მოგვაგონებს ფუტკრის ფიჭას.


და თუ დღეს მცხოვრებმა არსებამ დაშტამპა ასე, მაშინ ორი ვერსია განიხილება. პირველი არის ბენთოსის უცნობი წარმომადგენელი.


ბენთოსი არის ფსკერის ყველა მცირე ზომის მკვიდრის ზოგადი სახელი. თუ ეს ერთ-ერთი მათგანია, მაშინ ძალიან საინტერესო კითხვა ისმება: რატომ და რისთვის ქმნიან ეს პაწაწინა არსებები ასე ზუსტ გეომეტრიულ ფიგურებს?

image


და მეორე შესაძლებლობა:ეს არის დიდი ზღვის არსების კვალი, რომელიც კურსირებდა საკვების ძიებაში და ამასთანავე ფსკერი ეხებოდა მისი სხეულის რაღაც ნაწილს. მაგრამ მაგალითად, ფარფლი რომ ყოფილიყო, როგორც გესმით, მაშინ უწყვეტ კვალს დახაზავდა. ასე რომ, საკითხვი ღია რჩება.


მეცნიერები ამბობენ, რომ კარგი იქნება იმის გარკვევა, იქ ქვეშ, არის თუ არა ეს ხვრელები ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაძლოა, არსებობს მთლიანი საერთო გვირაბი და ეს ხვრელები ზედაპირზე ამოსასვლელი წერტილებია. მაშინ, იკვეთება მესამე ვერსია, სავარაუდოდ, ეს არის რაიმე პატარა არსება.


1
326
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
2023, 31 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1