x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ ააშენა ყველაზე უცნაური ხის ცათამბჯენი ალასკაზე?
image

უცნაური ხის კონსტრუქცია, ერთმანეთზე დაწყობილი სახლების სახით საბავშვო პირამიდას წააგავს და, ზოგადად, ის უბრალოდ აშენდა, განსაკუთრებული მიზნების გარეშე, მათ შორის არც ტურისტების მოზიდვის მიზნით.


მაგრამ უჩვეულო ხის "გოდოლი", რომელიც ცნობილია როგორც Dr. Seuss House ("დოქტორ ჰაუზის სახლი"), ალასკაში მდებარე დაბა ტალკიტნას ერთადერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც საკმაოდ დაშორებულია მისგან, უბრალოდ ყველაზე ახლო დასახლება ეგაა.

image


მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ ეს სახლი დოქტორმა ჰაუზმა კი არა, არამედ ვინმე ფილ ვიდენერმა ააშენა, მრავლმხრივი პროფილის და ინტერესების მქონე ადამიანი, როგორც მასზე ამბობენ, იგი მუშაობდა ადვოკატად ანკორიჯში, ასევე მას სურდა რადიოსადგურის შექმნა, სახელწოდებით Radio Free Goose Creek. მაგრამ ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხვდა, რომ თითქმის ცათამბჯენი ააშენა.


ფილ ვიდენერი განათლებით ინჟინერიც არის, ამიტომ მან შეძლო არა მხოლოდ რადიოს გაშვება, არამედ საკუთარი სახლის აშენებაც. თავიდან მან უბრალოდ იყიდა მიწის ნაკვეთი ტალკიტნას სამხრეთით, რათა აეშენებინა ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლი, როგორც საზაფხულო კოტეჯი ბუნებაში დასვენებისთვის.


მას შემდეგ, რაც მან ყველა ნახაზი და გეგმა დამოუკიდებლად შეადგინა, რატომღაც თავისთავად გამოვიდა მესამე სართულის დადგმის იდეა, შემდეგ მას მოყვა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ... ზოგადად, მხოლოდ კანონმა შეაჩერა -საქმე იმაშია, რომ ალასკაში შეუძლებელია 200 ფუტზე (60 მეტრზე ოდნავ მეტი) მაღლა სახლების აშენება, რათა თვითმფრინავები არ დაეჯახოს მათ (მსუბუქი ავიაცია იქ ძალიან განვითარებულია, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. ). ბოლოს 185 ფუტზე იძულებით გაჩერდა.

image

შეუძლებელია სახლის სართულების რაოდენობის ზუსტად გამოთვლა - მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კიბეზე უნდა ახვიდეთ.



რატომ დაარქვა ფილ ვიდნერმა სახლს Dr. Seuss House?საუბარია ცნობილ მწერალზე, მხატვარზე და ანიმატორზე თეოდორ გეიზელზე, რომელიც ცნობილი იყო როგორც Dr. Seuss House, ამ ფსევდონიმით გამოუშვა წიგნები უმცროსკლასელ ბავშვებისთვის, სადაც სწორედ ამგვარი სახლია აღწერილი.

image

და ბოლოს - როგორ დასრულდა ეს ამბავი ამ სახლთან დაკავშირებით? არაფრით. ცნობილია, რომ მას ახალი მფლობელი ჰყავს, რატომ მოიშორა „ავტორმა“ მისი შედევრი, ზუსტად არ არაა ცნობილი. ვინ არის მყიდველი, ასევე უცნობია, მაგრამ ტერიტორია რჩება კერძო საკუთრებაში და დახურულია, აქ არ არის მუზეუმები და არ შეინიშნება აქტიური ცხოვრება.



0
509
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0