x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„მორწმუნენო, ყველაზე მძიმე ხვედრისთვის - ბრძოლისთვის და დაუმორჩილებლობისთვის ვემზადოთ..." - რას წერს ზაზა დავითაია
ზაზა დავითაია


ჟურნალისტი ზაზა დავითაია უკრაინაში, კიევო-პეჩორის ლავრაში წირვა-ლოცვის შეწყვეტას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ყმაწვილობიდან მასწავლიდნენ:


ანტიქრისტე მთელ პლანეტაზე გამეფდება, ოღონდ ტახტს ვერ დაიდგამს ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიაში;



ასევე, ათონის მთაზე და კიევო-პეჩორის ლავრაში!


დღეს გავხდით მოწმეები, რომ კიევო-პეჩორის ლავრას ეპატრონება ქრისტესთან მებრძოლი ბრბო!


მაპატიეთ, მეგობრებო... მაგრამ უკვე მგონია - საქართველო ვერ დაუძვრება, ყოვლად ცბიერს!


საქართველოშიც გამეფდება, ანტიქრისტე!


ჩვენ ვერ დავიმსახურეთ შეღავათი!!!


ასე რომ, მორწმუნენო - ყველაზე მძიმე ხვედრისთვის ვემზადოთ, რადგან სულიერად გადარჩება და ცხონდება ის, ვინც თუნდაც სიცოცხლის ფასად არ დაემორჩილება ანტიქრისტეს!


მაგრამ ასეთები ძალზე ცოტა იქნებიან, რადგან, „მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა!"


დიახ... ბრძოლისთვის და დაუმორჩილებლობისთვის ვემზადოთ, ვისაც ცხონება გვსურს!" - წერს ზაზა დავითაია.


კიევო-პეჩორის ლავრა



ზაზა დავითაია სქრინი





0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0