x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ვისაც გსურთ, იცოდეთ, რეალურად რა ხდება კიევო-პეჩორის ლავრაში და ვინ ეპატრონება ამ ცნობილ ქრისტეს სავანეს... წაიკითხეთ..." - ზაზა დავითაია
ზაზა დავითაია


ჟურნალისტი ზაზა დავითაია უკრაინაში, კიევო-პეჩორის ლავრაში წირვა-ლოცვის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვისაც გსურთ, იცოდეთ, რეალურად რა ხდება დღეს კიევო-პეჩორის ლავრაში და ვინ ეპატრონება ამ ცნობილ ქრისტეს სავანეს... წაიკითხეთ ინტერვიუ მამა დავით ისაკაძესთან, რომელიც 2018 წლის მიწურულს ჩავწერე...", - წერს ზაზა დავითაია და აღნიშნულ ინტერვიუს აქვეყნებს:


„მამა დავითი: კონსტანტინეპოლის პატრიარქის გადაწყვეტილების შედეგად, საეკლესიო სამართლის კანონი დაირღვა!



მსოფლიო პატრიარქმა განხეთქილებაში მყოფ ყოფილ მიტროპოლიტს, ფილარეტ დენისენკოს ანათემა მოუხსნა და მისი დაჯგუფებისთვის უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭებას აპირებს. ვისგან იმართება და რა შედეგებს მოიტანს მართლმადიდებლურ სამყაროში ეს მასშტაბური სკანდალი? გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მღვდელმსახურთან, სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ დავით ისაკაძესთან:


- მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონის და მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონის თანახმად, კონსტანინეპოლის, ანუ მსოფლიო პატრიარქს სხვა ადგილობრივ ეკლესიათა საპატრიარქო საყდრებთან მიმართებაში პირველობის პატივი აქვს მინიჭებული. თუმცა, ეს სტატუსი სულაც არ იძლევა სხვა ადგილობრივი ეკლესიების სივრცეში ჩარევის და ამ ეკლესებიდან მიღებული საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებას.


- ნუთუ, უკრაინის ადგილობრივ მიტროპოლიას ავტოკეფალიის მოთხოვნის უფლება არ აქვს?


- ავტოკეფალიის აღიარებას თავისი მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები გააჩნია. უკრაინის მიტროპოლია რუსეთს ექვემდებარება. საეკლესიო კანონთა თანახმად, თუ მიტროპოლიას ავტოკეფალია სურს, მან შესაბამისი თხოვნით დედა ეკლესიას, მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის საპატრიარქოს უნდა მიმართოს, რომელსაც შესაბამისი გადაწყვეტილების უფლებამოსილება აქვს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მინიჭებული ავტოკეფალია უნდა სცნოს მსოფლიოში ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. სხვაგვარად, ავტოკეფალიის აღიარება ვერ მოხდება.


- მაშ, რა არგუმენტი აქვს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს?


- 1686 წელს მსოფლიო პატრიარქმა დიონისე მე-4-მ უკრაინის ეკლესიის მართვის უფლება რუსეთის საპატრიარქოს მიანიჭა და შესაბამისად, ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადავიდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქს არანაირი უფლება არ ჰქონდა, სხვა პატრიარქის - დიონისეს გადაწყვეტილება გაეუქმებინა, იმ საფეხურების გავლის გარეშე, რომლზეც ზემოთ მოგახსენეთ. საქმე იმაშია, რომ უკრაინის კანონიკური ეკლესია სულაც არ ისწრაფვის ავტოკეფალიის მისაღებად. ამას ცდილობს მხოლოდ დასავლური ორიენტაციის მქონე უკრაინის უნიატი (ერესი, მწვალელბლობა) პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის რადა და უკრაინის მიტროპოლიასთან განხეთქილებაში მყოფი ორი ჯგუფი - 1. „კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია", (ასე უწოდებენ თავიანთ დაჯგუფებას), რომელიც 1992 წელს გამოეყო რუსეთის ეკლესიას და აქედან გამომდინარე, მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) ანათემას გადაეცა; 2. „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია", რომელიც 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების ხელდასხმით შეიქმნა, მაგრამ შემდეგ, ფაშისტურ გერმანიასთან კავშირის გამო საჭოთა ხელისუფლების მიერვე იდევნებოდა და ამის გამო თავიანთ თავს „კატაკომბური ეკლესია" უწოდეს. ამჟამად, ამ უკანასკნელს ცრუ მიტროპოლიტი მაკარი (მალეტიჩი) ხელმძღვანელობს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის" აღიარებას სწორედ ამ ორ დაჯგუფებაზე დაყრდნობით აპირებს, რაც საეკლესიო მოწყობის ყველა კანონს ეწინააღმდეგება. ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: 1999 წელს მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოსმა რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ხარისხის აყრასთან დაკავშირებით, რუსეთის ეკლესიის მიერ მიღებულ ყველა კრებსით გადაწყვეტილებას დაეთანხმა. მას შემდეგ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს თავის პოზიციაში ოფიციალურად, არანაირი შესწორება არ შეუტანია, ანუ, ისე გამოვიდა, რომ ახლახან, „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის" აღიარებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა საკუთარ ადრინდელ პოზიციასაც გადააბიჯა! მან ორი მნიშვნელოვანი დარღვევა ჩაიდინა: იმოქმედა სხვა ქვეყნის (რუსეთის) ეკლესიის სივრცეში და თვითნებურად მოუხსნა ანათემა პიროვნებას.


- ანათემის მოხსნა ვისი პრეროგატივაა?


- მხოლოდ იმ ადგილობრივი ეკლესიის კრების უფლებაა, რომელმაც ეს კონკრეტული პირი ანათემას გადასცა. თანაც, ანათემის მოხსნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ, გულწრფელი სინანულის საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებასთან დაკავშირებით ე.წ. ტომოსს (საეკლესიო წერილობითი უწყება) ამზადებს, თუმცა, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები აღარ მიიღებენ მონაწილეობას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ორგანიზებულ კრებებსა თუ სხვა შეხვედრებზე.


- სამართლიანია თუ არა ასეთი მიდგომა?


- ეს რუსეთის ეკლესიის ოფიციალური გადაწყვეტილებაა. მას აქვს ასეთი მიდგომისთვის კანონიკური უფლება, ვინაიდან მის სივრცეში უცხო ეკლესიის წარმომადგენელი - კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი შეიჭრა.


- რა ნეგატიური შედეგები მოყვება ამ ყოველივეს?


- პირველ რიგში, ძალზე სამწუხაროა, როცა ეკლესიაში ასეთი მასშტაბური დაპირისპირება ხდება. ამის შემდეგ ხომ, არც რუსეთის ეკლესიის იერარქები და აღარც რუსი ერისკაცები აღარ ეზიარებიან კონსტანტინეპოლის ეკლესიის სივრცეში. ამ დაპირისპირების გარდა, საშიშროება იქმნება თვით უკრაინაშიც, რადგან, როგორც კი ის ორი ფსევდოეკლესია ავტოკეფალიის სტატუსს მიიღებს, შეეცდებიან დაეპატრონონ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც დღესდღეობით, რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებიან. ამას არ შეეგუება მრევლი და მოხდება საშინელი, სისხლიანი დაპირისპირება. ასეთი ფაქტები ადრეც იყო და ახლაც იკვეთება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის.


- მეტი რაღა უნდა მოხდეს?


- სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფი ჯგუფები კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან კანონიკურად აღიარებას და იგივე უფლებამოსილების მინიჭებას მოითხოვენ, რაც უკრაინაში განდგომილებს ებოძათ. ამის საშიშროება დგას მაკედონიაში, რომელიც ადრე იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ამჟამად, იქ არსებული კანონიკური ეკლესია სერბეთის ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფება. არადა, სერბეთი და მაკედონია უკვე სხვადასხვა სახელმწიფოები არიან და მაკედონიაში არსებულმა სქიზმატურმა დაჯგუფებამაც რომ ავტოკეფალია მოითხოვოს, ამ ქვეყანაშიც გარდაუვალია სისხლიანი დაპირისპირებები. ბოლო ინფორმაციის თანახმად, სერბეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა იმსჯელა და უკვე ოფიციალურად დაგმო კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება.


- ამ მოვლენების შედეგად საქართველოს რა ხიფათი ელის?


- კატაკლიზმები არც ჩვენს სამშობლოს ასცდება. საქართველოსგან განდგომილ რეგიონში - აფხაზეთში - არაერთი სქიზმატური დაჯგუფებაა, რომლებიც გზებს ეძებენ, რათა კანონიკურ ეკლესიებად იწოდებოდნენ. რუსეთის ეკლესია მათ უარს ეუბნება და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს, მაგრამ უკრაინის პრეცედენტით წახალისებული განდგომილები რუსეთის საპატრიარქოს ნაცვლად, ავტოკეფალიის თხოვნით კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიმართავენ და დიდი ალბათობით, მისგან თანხმობასაც მიიღებენ. მართალია, ქართველი მოსახლეობა აფხაზეთიდან გამოდევნილია, მაგრამ აფხაზეთში ავტოკეფალიის აღიარებას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება საქართველოს საპატრიარქო.


- ცნობილია თუ არა თქვენთვის, როგორ აფასებს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის სივრცეში მომხდარ მოვლენებს?


- მე პირადად გესაუბრეთ ჩემი და არა საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულების შესახებ. სერბეთის გარდა, არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების საპატრიარქოებს ჯერჯერობით, თავიანთი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ, თუმცა უკვე ცნობილია არაერთი ავტორიტეტული ქართველი მღვდელმთავრის, ასევე, დაბალი იერარქიის სასულიერო პირთა პოზიცია, რომლებიც საეკლესიო სამართლის საფუძველზე ერთხმად აღიარებენ, რომ სიმართლე რუსეთის ეკლესიის მხარესაა. ჯერ კიდევ არის მოლოდინი, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში დაძაბულობა მშვიდობიანად განიმუხტება.


ესაუბრა: ზაზა დავითაია.
წყარო: „ასავალ-დასავალი".


ასავალ-დასავალი სქრინი



ზაზა დავითაია




4
630
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
630
  
2023, 6 აპრილი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4