x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134367
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
გოდერძი შარაშია: „ისტორიული იუსუფელი წყლით იფარება..."
გოდერძი შარაშია


ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„ისტორიული იუსუფელი წყლით იფარება. წლების წინ ამ კადრის ფიქრებში წარმოდგენაც კი მიჭირდა. ტაო-კლარჯეთში ყველა გადაღების დროს სასტუმროში აქ ვრჩებოდი. ფოტო გიორგი დვალაშვილის გვერდიდან წამოვიღე", - წერს გოდერძი შარაშია და ფოტოს აქვეყნებს:


იუსუფელი



ცნობისთვის, დაბა იუსუფელი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, მდინარეების ჭოროხისა და პარხლისწყლის შესართავთან მდებარეობს. განვითარებულია ტურიზმის ინდუსტრია.


2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა რეჯეფ-ტაიპ ერდოღანმა „იუსუფელის" უდიდესი კაშხალლი გახსნა, რომლის სიმაღლე 275 მეტრია და 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე. წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა. „იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.


გოდერძი შარაშია სქრინი




0
636
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0