x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ასეთი მოდაა ჟურნალისტიკაში... მოდა, რომელიც უწიგნურმა და დაუბანელმა ხალხმა შექმნა"-ნუნუშა ვაშაძე
image

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნუნუშა ვაშაძე POSTV ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და წერს:




"ერთი წამით წარმოიდგინეთ, მთავარი არხის, ტვ1-ის ან ფორმულას რომელიმე ჟურნალისტისთვის ოცნების პოლიტსაბჭოს წევრს თავში ხელი რომ ჩაერტყა და თმაზე მოექაჩა, რა ამბავი ატყდებოდა.
პოსტივის ქალი ჟურნალისტის მიმართ იგივე ქმედებას მაინცდამაინც დიდი ამბავი არ მოჰყოლია.
რატომ?..
ის რაც ნაცების ტელევიზიების ჟურნალისტებისგან მიმწოლობად, სითამამედ, “პრადვინუტობად” მიიჩნევა, ნათია ბერიძისთვის გოიმობაა.
(სხვათა შორის ჩემ სადაქალოშიც კი ეს “ტრენდი” აღმოვაჩინე…)
ასეთი მოდაა ჟურნალისტიკაში. მოდა, რომელიც უწიგნურმა და დაუბანელმა ხალხმა შექმნა, მაგრამ შეძლო, და შექმნა…
ამ “მოდას” ე. წ. სახელისუფლებო ჟურნალიტებიც მიყვებიან. უტყდებათ ბერიძის დაცვა, ეგოიმებათ. მერე რა რომ ქალია, ჟურნალისტია. მისი ცემა მოსულა. მითუმეტეს არც საელჩო და არც ენჯეოები მის მიმართ ძალადობას არ აპროტესტებენ. ესე იგი, არ არის გასაპროტესტებელი…
სხვათა შორის, ჰიტლერმა და გებელსმა სანამ ებრაელების ხოცვა დაიწყეს, ჯერ მათი დისკრედიტაცია მოახერხეს და შემდეგ მიადგნენ, ზოგი დაწვეს და ზოგი დახვრიტეს…
ბოლშევიკებმაც იგივე ქნეს, ინტელიგენცია და ყველა, ვინც მათკენ არ იყო, ჩარეცხეს, ხალხის მტრებად გამოაცხადეს, გარიყეს, სასირცხვილო გახადეს და მერე დახვრიტეს…
ასე იბადებოდა, ასე მძლავრდებოდა და ასე პრავდებოდა ფაშიზმი და ბოლშევიზმი…"-წერს ნუნუშა ვაშაძე.



შეგახსენებთ, ჟურნალისტი ნათია ბერიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. ნათია ბერიძე დამნაშავის დასჯას ითხოვს.


"მეგობრებო. ბოდიში ვერ გპასუხობთ ყველას, ხელი იცით რომ
თაბაშირში მაქვს და მიჭირს წერა. მადლობა დიიიდიი თითოეულს, ახლა კარგად ვარ, თავი მტკივა მაგრამ მოქაჩვის ბრალია და გამივლის. კისრის დაჭიმულობა მაქვს ეგაც იმედია მალე
გაივლის."

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “POSTV” ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0