x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
გრიგოლ რობაქიძის 10 გენიალური გამონათქვამი
 გრიგოლ რობაქიძის 10 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ გრიგოლ რობაქიძის 10 გენიალური გამონათქვამი:

1."თუ ხალხში არ არსებობს ღმერთი, როგორც მარადიული ცეცხლი, მაშინ უმჯობესია თვით ღმერთის იდეა მოკვდეს. ხალხი უღმერთო ცხოვრებას დიდხანს ვერ აიტანს, ოდესმე ურვისგან მხეცივით გამძვინვარებული აღდგება, რათა ჯვარს ეცვას ღმერთისთვის."

2."ყველა გულს რომ შეეძლოს სხვების შესახვედრად გაღება, ბოლომდე, მთლიანად, კოსმიურად, მაშინ ალბათ გამრთელდებოდა დანაკუწებული ღმერთი."


3."როგორც დოსტოევსკის ადამიანებმა არ უწყიან, სად თავდება ღვთისმშობელი და სად იწყება სატანური, ასევე არ იცოდნენ საბჭოთა მოქალაქეებმა, სად თავდებოდა რევოლუცია და სად იწყებოდა კონტრევოლუცია."

4."მე არ მწამს ისეთი რევოლუცია, რომლის სათავეშიც ქრისტე მოაბიჯებს."

5."რუსული რევოლუციური იდეის საფუძველი ღირსების უარყოფაა."

6."უღმერთობა ავადმყოფობაა, ხოლო სნეულისთვის კრიზისია აუცილებელი."
7."რელიგიის მიზანი შინაგანი სასიყვარულო კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენაა. ამისათვის აუცილებელია ყოველგვარი შეზღუდულობის ბორკილებიდან დახსნა."
8."ყოველი ხელოვანი ორგანიული ნაწილია ერის სხეულისა, სული მისი ინდივიდუალური სახეა ერის სულისა."
9."ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ."
10."თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა – მოვლენაა ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა „თანამედროვეობისა“. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა."
0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0