x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ტიპური ქაჯური ინციდენტი... მოგვადგა დაბოღმილი ქართველების წყვილი და ჰოი, ჩამოჰკრა უბედურების ზარმა..." - რას წერს ლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა და უკრაინელი გოგოები


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სიღნაღში, საკუთარ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„ტიპური ქაჯური ინციდენტი სასტუმროში.


მოდიან უცხოელები, შვილებს გვანათლინებენ, ბოდბეს სტუმრობენ, ქორწილებს და დაბადების დღეებს იხდიან, მერე მთელი წელი დღესასწაულებს გვილოცავენ, სასტუმროს პარტნიორებს ეკონტაქტებიან საფრანგეთში, გეგმავენ სად შეხვდნენ აღდგომას ერთად, ან როდის წამოვიდნენ საქართველოს გულში, სიღნაღში... ახლაც სავსე მაქვს მესენჯერი შოკოლადის კვერცხებით.



ჰოდა, ვსხედვართ დიდი ერეკლეს გალავანის წინ, ვაგემოვნებთ ნუშის არაყს და „შუმის" „ზიგუს" ლიქიორს 300 სახეობის ყურძნისგან დაყენებულს, ვტკბებით კაშკაშა კახური მზით და მოგვადგა დაბოღმილი, ცხოვრებაზე გამწარებული ქართველების წყვილი „ბუქინგით". ნუ რატომ მოდის ქართველი ბუქინგით, როცა შეიძლება ტელეფონით დაუკავშირდეს სასტუმროს და უფრო იაფად მიიღო სერვისი, ეს ცალკე თემაა.


ფასდაკლებით 200 ლარად ორი ღამე და სამი დღე სიღნაღში ვგონებ, საუკეთესო წინადადებაა, რაც ბუქინგმაც შესთავაზა.


და ჰოი!!! ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!


სტუმარი ქალბატონი კარგად დააკვირდა ჩვენს ლამაზმან უკრაინელ გოგონებს და ატეხა წივილ-კივილი მეცო-სოპრანოთი, - რატომ მელაპარაკებიან არაქართულადო?


რა ვქნა, ქალბატონო, მე ერთი წელია რაც ეს გოგოები შევიფარე, სამშობლოში აღარც სახლი დარჩათ, აღარც კარი და ჯერ ვერ ფლობენ ენას ისე, რომ სტუმარი მიიღონ.


- არ მინდა არაო!


ეტყობა იფიქრა, თავად რომ დაიძინებდა, მეუღლე ბარში გოგონებთან იფლირტავებდა...


არადა, „სლავა უკრაინე" უდევს ავატარად.


P.S. ქმარი, ვგონებ, ახლაც ტირის, სადღაც ჩაილურის წყალთან...


ხო, არიან ოქროს, მადლიანი ქართველები და ღმერთმა გვიმრავლოს, ყველანაირი ავატარის გარეშე!", - წერს ლალი მოროშკინა.


უკრაინელი გოგონები

ლალი და გოგოები


ლალი მოროშკინა სქრინი







0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0