x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"ლაყე კვერცხო, შენ იმ კაცს ემსახურები, ვინც საკუთარ მინისტრს "ტიგრიცა" ეძახა"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "POSTV"-ის დირექტორისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის ფარული ჩანაწერების მუქარას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "ლაყე კვერცხს" უწოდებს:


"შალვა რამიშვილი პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებით იმუქრება.
Shalva Ramishvili ლაყე კვერცხო, შენ იმ კაცს ემსახურები, ვინც საკუთარი თავდაცვის მინისტრის პირადი ცხოვრების დეტალები პრესკონფერენციაზე მოყვა, ხოლო საკუთარ საგარეო მინისტრს - “ტიგრიცა” ეძახა მთავრობის სხდომაზე, ასევე პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე დაყრდნობით!


განსხვავება ისაა, რომ ის ხალხი არავის არაფერს უშავებდა, პატარა გოგოებს არ ემუქრებოდა მამაშვილური გაუპატურებით! თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და დაუნგრიეთ!


ანუ ეგ უკვე ქენით, საკუთარ ხალხს(აც) გამოუქვეყნეთ ჩანაწერები
თუ ვინმე დარჩა, ვინც პატარა გოგოებს ეტორღიალება და “მამაშვილურად” აწუხებს - მიდით, დაუშვით - გამოაქვეყნეთ, თქვენთან ერთად ჩავრეცხავთ - გინდ ჩვენი იყოს, გინდ სხვისი."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები იდენტურია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი რამიშვილმა გასაუბრების დროს შეავიწროვა. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს კი შალვა რამიშვილი რაღა თქმა უნდა, უარყოფს.






0
373
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
373