x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ჰენრი კისინჯერი - მეორე ცივი ომი უფრო საშიში იქნება, ვიდრე პირველი

image
მეორე ცივი ომი უფრო საშიში იქნება, ვიდრე პირველი, განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.



კისინჯერის თქმით, შესაძლოა ახალი ცივი ომი დაიწყოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.



აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყანას აქვს შედარებითი ეკონომიკური რესურსები, რაც არ იყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის პირველი ცივი ომის დროს.



ჰენრი კისინჯერის თქმით, პეკინი და ვაშინგტონი ახლა მოწინააღმდეგეები არიან და არავინ უნდა მოელოდეს ჩინეთის ვესტერნიზაციას.



მანამდე, ჰენრი კისინჯერთან შეხვედრაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „ახალი ცივი ომის“ დაწყება კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0