x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
„გუბაზ სანიკიძის აქამდე უცნობი აფიორა!" - რას წერს გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილი გუბაზ სანიკიძე


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გუბაზ სანიკიძის აქამდე უცნობი აფიორა!


გუბაზი არ ჩერდება, გუბაზი ისევ იმუქრება, გუბაზი ანგარიშსწორებას აპირებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან კინწისკვრით გამოაგორეს, ჯერ აქუს ჩაერთო, შემდეგ „ჭუტლექსვიზიას" გადაუშალა თავისი გაშავებული გული.
გითხარით, არ ჩერდება-მეთქი, მისი თავხედობა საქართველოში ბევრს აფიქრებინებს, რომ სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას და ყველას აუცილებლად დაერქვას თავისი სახელი!



საქართველო პატარაა... თბილისიც პატარაა... ამ ქვეყანაში არაფერი იმალება და არც ის დაიმალა, თუ როგორ უღალატა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტ გამსახურდიას, „მრგვალ მაგიდას" და უზენაეს საბჭოს. სხვათა შორის, ის ხშირად ტრაბახობს, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, თავის დროზე ბოლშევიკებსაც კი ვებრძოდიო. ბოლშევიკებს რანაირად ებრძოდა, არ ვიცი, შეიძლება ნიკოლოზის დროს დეკაბრისტიც იყო, მაგრამ პუტჩის შემდეგ სახელმწიფო საბჭოში რომ წამოჯდა, მაგ ამბის მომსწრეები ისევ ცოცხლები არიან.


იცით, კიდევ რისი მომსწრენი და მნახველები გახდნენ ქართველები? 1993-1994 წლებში, როცა ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვკარგავდით, ზოგი თურქეთში გარბოდა „ტავარის" ჩამოსატანად, ზოგი ფილარმონიაში მართავდა კონცერტებს, ზოგი კიდევ ფინანსურ პირამიდაში იყო ჩართული და მოსახლეობის ნაწილს ატყუებდა. თითქოს დაუჯერებელია, წესით გუბაზსა და მამამისს ისტორიული წიგნები უნდა ეწერათ, ერის გადარჩენაზე ეფიქრათ, მაგრამ არა, ვერ მოიცალეს, ჯავახიშვილის მოედანზე გახსნილ ბანკს დაუდგნენ „პიარშიკებად". ამ ბანკს ეწოდა „ინოვაცია", სადაც დანაზოგები მოტყუებით შეატანინეს ძალოვანი უწყებების პენსიონერებს, ძირითადად შსს-სა და უშიშროების ყოფილ თანამშრომლებს. 1994 წლის ბოლოს ბანკი გაკოტრდა, მფლობელები გაიქცნენ, ფაქტი დაიმალა. მოგვიანებით დაზარალებულებმა სცადეს, თანხები დაეუბრუნებინათ, ჯავახიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ. როგორც ავი ენები ამბობენ, ბანკის მეპატრონეებისგან გუბაზმა მიიღო რა 120 ათასი დოლარი, მას დაევალა ხალხის დაშოშმინება და ყალბი დაპირებების გაცემა. ეს მაშინ დიდი ფული იყო, თითქმის დღევანდელ მილიონს უდრიდა. გუბაზმა ხალხს მოუწოდა, გრიბოედოვის თეატრში შეკრებილიყვნენ და საკითხი იქ განეხილათ. მან დაზარალებულები მოთაფლა, ბანკი არ გაკოტრებულა, პირიქით, ვითარდება, იქ ჩვენც გვაქვს დანაზოგი შეტანილი და დიდ ხეირსაც ველოდებითო.


საქმე ჩაიფარცხა, დრო გავიდა, ხალხს გული გაუნელდა, ზოგს უთხრეს - შეეშვით, მაინც ვერაფერს გახდებითო, ზოგს ცოტაოდენი თანხა გადაუგდეს, თავი მოატყუებინეს, ზემოთ ხელები დაიბანეს, ჩვენიან აგენტს ვერ გავწირავთო. დაზარალებულთა უმეტესობა ცოცხალია, ისინი იხსენებენ, როგორი არაკაცი აღმოჩნდა ე.წ. ეროვნული მოღვაწე გუბაზ სანიკიძე.


გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ გაიძვერას ხელი დაადო და მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა, რომ სააკაშვილს 100 ათას დოლარად მიეყიდა.


პრემიერის ნათქვამი არავის გაკვირვებია, გუბაზი ხომ ძვირადღირებული მათხოვარია? უნდა, უნდა, ითხოვს, მილიონებს ითხოვს, ასი ათასებს ითხოვს, კაი ცხოვრებას ითხოვს და რაში? არაფერში, მხოლოდ დემაგოგიაში, ღალატში, ე.წ. ერისკაცობაში.


მას შემდეგ, რაც პანჩური ამოარტყეს... ისევ იმუქრება, ზოგს დაჭერას უპირებს, ზოგს გადასახლებას, ზოგს კიდევ ჩამოხრჩობას. აქუ ეთანხმება, გუბაზიკო, სწორ გზაზე დგახარ, მიდი, მიაწექ, დავამხოთ ეს ხელისუფლებაო. რამის ტრ...კი მაინც ჰქონდეთ, ამ უბედურებს!


ისე, მაინც დამფრთხალი მომეჩვენა გუბაზი, ვეღარ იყო ისეთ „ხოდზე", აქამდე რომ იყო ხოლმე", - წერს გელა ზედელაშვილი.


გელა ზედელაშვილი


გელა ზედელაშვილი სქრინი




1
834
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
834
  
2023, 26 მარტი, 6:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1