x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
უგანდაში ლგპტ პირების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი შემოიღეს
image

უგანდა აფრიკის კონტინენტის ცენტრში, აფრიკის დიდ ტბებს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა 44 მილიონ ადამიანს ითვლის.


ევროპისგან განსხვავებით, აფრიკა არ შეუერთდა შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ აქციებს უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, პირიქით, ავითარებს გრძელვადიან კონტაქტებს მოსკოვთან.


უგანდა ასევე არც „დასავლურ ღირებულებებს“ ღებულობს და ებრძვის მას კულტურულ ფრონტზე: 2023 წლის 23 მარტს ეროვნულმა პარლამენტმა მცირეოდენი ხმათა უმრავლესობით მიიღო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი „ანტიგეი კანონი“ მსოფლიოში.



ამიერიდან პიროვნება თუ უბრალოდ გეია ამის გამო შესაძლოა ციხეში ჩასვან. ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში - მაგალითად, ბავშვის შებღალვა ან ერთნაირსქესიანთა ინტიმური კავშირი, რამაც გამოიწვია აივ ინფექციის გადაცემა (მტკივნეული თემაა აფრიკისთვის), - სასჯელი იქნება უფრო მკაცრი, თვით სიკვდილით დასჯამდე. ასევე დასჯადია „ერთნაირსქესიანთა მომსახურებისთვის ფართის გადაცემა“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გეი ბორდელების ორგანიზება.


„ჩვენ ვიღებთ ამ კანონს, რათა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი მორალი და რათა დავიცვათ ჩვენი შვილები“, - განაცხადა ინიციატივის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ეროვნული პარლამენტის წევრმა მუსა ეკვერუმ.


ზოგიერთი საერთაშორისო კომპანია "შეუწყნარებელ" რესპუბლიკას მაშინვე დაემუქრა ბიზნესის დახურვით. რაზეც პრეზიდენტის ვაჟმა და სახმელეთო ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, მუხოსი კაინერუგაბამ ტვიტერში დაწერა: „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ნივთების ჩალაგებაში და სამუდამოდ დატოვონ ჩვენი წმინდა მიწა. უგანდა ღმერთების ქვეყანაა!


ჰომოსექსუალური ურთიერთობები უგანდაში, ისევე როგორც აფრიკის 30-მდე სხვა ქვეყანაში, აკრძალულია და ისჯება, მაგრამ ახალი კანონპროექტი კიდევ უფრო აფართოებს ხელისუფლების ბრძოლას ლგბტ პირების წინააღმდეგ.


უგანდის საზოგადოება კონსერვატიულია და ქვეყანაში ბევრი ადამიანს მიაჩნია ჰომოსექსუალობას უცხოა აფრიკული კულტურისა და ქრისტიანული ღირებულებებისთვის. უგანდაში გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები უკვე განიცდიან დისკრიმინაციას და ძალადობრივ მუქარას

0
117
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0