x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მოქალაკე კეინი

image1941 წელს, ამერიკულ კონოტელეეკრანებზე, ამერიკელი რეჟისორის, ორსონ უელსის ფილმი, მოქალაქე კეინი გამოვიდა, რომელიც ორსონ უელსმა 25 წლის ასაკში გადაიღო .ფილმი არის ამერიკული დრამა .პროდიუსერი, ერთ-ერთი სცენარისტიც და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ორსონ უელსია.თეატრში წარმატების შემდეგ ორსონ უელსმა კონტრაქტი გააფორმა ერთერთ კინოკომპანიასთან 1939 . მალევე მან ჰერმან მანკევიცთან ერთად დაწერა „მოქალაქე კეინის“ სცენარი. ფილმის გადაღებები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა . მიუხედავად იმის რომ ორსონ უელსი გამოუცდელი რეჟისორი იყო, მან მსახიობები გადამღები ჯგუფი თვითონ შეარჩია .

ფილმის მთავარი გმირის პერსონაჟი დაფუძნებულია ამერიკელ გაზეთის მაგნატ უილიამ რენდოლფ ჰერტსა და თავად ორსონ უელსის ცხოვრებაზე. ფილმის სასწყის სიუჟეტში გარდაცვალების წინ მოხუცი ჩარლს გოსტერ კეინი ამბობს უკანასკნელ სიტყვას “ვარდის კოკორი“ კეინის გარდაცვალება ხდება სენსაციური ამბავი მთელს მსოფლიოში რაკი იგი მდიდარი მედიამაგნატი იყო. .ჟურნალისტ ჯერი ტომფსონს დაევალება რომ გაარკვიოს თუ რას ნიშნავდა კეინის უკანასკნელი სიტყვა. ვარდის კოკორი .

image

ტომპსონი იწყებს გამოძიებას, ინტერვიუს კეინის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. კეინის შესახებ არაერთ ადრეულ და პირად ცხოვრებისეულ დეტალებს იგებს.ტომპსონი მიდის გარდაცვლილი ბანკირის ვალტერ პარკ ტეტჩერის კერძო არქივში სადაც კეინის ქონებრივ საკითხებაც გაარკვევს. ეინი არის მედია მაგნატი, მოიპოვებს თუ არა ფულს და ძალაუფლებას, პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, იგი ტიპურ პოლიტიკისკენ მიმავალ გზას გაივლის დაწინასაარჩევნოდ მისი სახელის შებღალვას ეცდებიან ოპონენტები .უცნობ რიგით მომღერალთან სასიყვარულო კავშირს გაუსაჯაროებენ, კეინი არასახარბიელო პოლიტიკურ მდგომარეპობაში აღმოჩნდება და არჩევნებს წააგებს.კეინი ცოლს დაშორდება, მომღერალ სუზანზე დაქორწინდება და ცდილობს რომ სუზანი ოპერის ვარსკვლავად აქციოს. რაკი საზოგადოებას და საკუთარ მეს დაუმტკიცოს რომ მას არა რიგითი მომღერალი არამედ არამედ ოპერის მომღერალი შეუყვარდა, ამ ფორმით ორსონ უელსი კარგად აღეწრს განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის ბუნებას, იგი ყველა ხერხს მიმართავს რომ იმისთვის რომ დაფასება მოიპოვოს.


image
ორსონ უელსი, კეინს ამბიციურ და ლიდერ მამაკაცად წარმოგვიდგენს, მასში სენსიტიური და ემოციური მხარეეებსაც გვაჩვენებს, იგი ძალიან განიცდის სუზანის პერიოდულ წარუმატებლობას, მის ავად გახდომას, ასევე ბავშვობის მოგონება თუ რამდენად მნშიშვნელოვანია მისთვის...ბოლოს კეინი პირველი ცოლის სახლში მიდის და განრისხებული მის ნივთებს ამსხვრევს. აქ დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთს, თოვლის ფიფქებიან ბურთულას იპოვის და იტყვის „ვარდის კოკორი“.

ეს იმ ბრენდის სახელწოდებაა, რომლის ციგითაც კეინი ბავშვობაში თამაშობდა..მიუხედავად იმისა რომჟურნალისტი ვერ გაიგებს რას ნიშნავს ვარდის კოკორი, ფილმის მაყურებლისთვის ბოლო კადრით ნათელი ხდება რომ, ვარდის კოკორი“ კეინის ბავშვობის ციგის სახელწოდებაა...

უელსმა დაგვანახა ამ ფილმით რომ ბავშვობა და ბავშვობაში მომხდარი მოვლენები თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში.თუ როგორი მნიშვნელოვანია ნივთი რომელსაც ბავშვობის ციგის სახელი ქვია და სიკვდილის ბოლოსაც კი ბოლო სიტყვად ახსენდება .

ფილმში ფოტოგრაფიული კადრებით გადადის სიუჟეტები ერთმანეთზე, ეს კადრები თითქოს საგანგებოდ არის მოწყობილი თეატრალური სცენისთვის და გაჩერებული, არ ტოვებს სპონტანური, ცოცხალი კადრის შთაბეჭდილებას. რეჟისორი თითქოს ფოტოგრაფულ ხედვას და ცოდნას ავლენს და ეტყობა რომ მას თეატრში აქვს გამოცდილება მიღებული.ფილმის თითოეული კადრი არის ფოტოგრაფიის გადმოტანა კინოში. ფილმში ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს შუქ–ჩრდილები და განათება, კადრში მოხვედრილი პერსონაჟი ან საგანი შუქჩრდილებით არის მინიშნებული და განათებით ხდება კონცენტრაცია ასევე ვიწრო სივრცეში სიმეტრიულად ალაგებს ფიგურებს და პერონაჟებს და ისე ახდენს კადრირებას..ასევე ორსონ უელსს შემოტანილი აქვს ფოკუსი და რაც ფილმის გარედან ჭვრეტის განცდას გიტოვებს.

რეჟისორმა ორსონ უალსმა მთავარი პერსონაჟის სახით წარმოაიდგინა ადამიანის ფსიქოპორტრეტი რომელიც განდიდების მანიით არის შეპრყოპიბილი, მას სურს აღიარება, დაფასება, ძალაუფლების მიღება და პოლიტიკური გავლენის მოპოვება.ფილმი დღემდე აქტუალურია რაკი მასში წარმოჩენილი პერსონაჟი კეინის სახით არის დღევანდელი პოლიტიკური ფიგურების პროტოტიპი და არამარტო პოლიტიკური “ძალაუფლებისკენ და აღიარებისკენ სწრაფვა ადამიანის მეტაფიზიკური გაგებაა, როგრც ნიცშე ამბობს - “ადამიანი ისწრაფვის გააფართოვოს ბატონობის არე, ბრძანებლობდეს, დაიმორჩილოს რაც შეიძლება მეტი, დასძლიოს სხვისი ნება: სიცოცხლე არის საკუთარი თავის დადგენა, განმტკიცება, გაფართოება, ზრდა, სიცოცხლე, არის სწრაფვა ძალაუფლებისკენ, ნება ძალაუფლების“

კინოკრიტიკოსთა ყველა გამოკითხვის მიხედვით მოქალაქე კეინი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა მიჩნეულიმ ოსკარის 9 ნომინაციიდან ერთი ოსკარიც კი მიენიჭა.







0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ტაბატაძე ლიკუნა
ტაბატაძე ლიკუნა
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0