x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო ... '' - შალვა ამონაშვილი

image

"ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო: უნდა შეხედო ცას და უნდა სთხოვო: უფალო, ოღონდ ბავშვი გამომიგზავნე და მე სამ რამეს გავწირავ.

იმდენი დრო მექნება, რამდენიც უნდა ბავშვის აღზრდას, მთელი ცხოვრება რომ მომთხოვოს, მივცემ მთელ ცხოვრებას და არასდროს ვიტყვი, დრო არ მყოფნის, რომ ბავშვი გავზარდო-მეთქი.

იმდენი სიყვარული მექნება, რომ ბავშვი შიგნით ჩაიძირება. მექნება სუფთა სიყვარული, როგორიც შენ გინდა, იმ ​სიყვარულში ჩავძირავ ჩემს შვილს, ამასაც გპირდები, უფალო.

იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც შენ გაქვს, რომ ბავშვი არ დავაზიანო ჩემი გაღიზიანებითა და მოუთმენლობით. ის ხომ შენი შვილია და ჩემთან გყავს მობარებული. ეს ბავშვი უნდა ჩაგაბარო უკან. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. როდესაც ზღვარზე ხარ და უნდა აფეთქდე, მაშინ უნდა შეიკავო თავი. თუ თავს ვერ შეიკავებ, ატირდი მაინც, დაეცი მუხლებზე და უთხარი შვილებს: „მაპატიეთ, მოდით მაკოცეთ, რომ ადამიანი გავხდე მე.“ მოტევება სთხოვეთ თქვენს შვილებს. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენც ადამიანები ხართ.“

/შალვა ამონაშვილი/

0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0