x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ამაზე ცუდი რა უნდა დაგემართოს როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოძალადე შენთან სოლიდარულია!"-შალვა რამიშვილი

imageჟურნალისტი "პოსტივიდან" შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სქრინს აქვეყნებს, სადაც ექს-პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს მწერლებს: დათო ტურაშვილის, გიორგი კეკელიძეს და გიორგი გორგილაძეს და ირონიულად წერს:


"ამაზე ცუდი რა უნდა დაგემართოს როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოძალადე შენთან სოლიდარულია!"


შალვა რამიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოიაქვეყნდა, სადაც წერს, რომ ჩვენ "ბნელები" და "მოღალატეები" უნდა გვიწოდოთ და ჩვენ პასუხი არ უნდა გაგცეთ, რათა "ჯანმრთელობა არ დაგიზიანოთ".


"ანუ როგორაა საქმე? თქვენ ჩვენ ბნელებს, მოღალატეებს და ათას სხვა უბედურებას გვიწოდებთ, ოღონდ აქვე მოითხოვთ, რომ გამოვიჩინოთ კეთილშობილება და პასუხი არ გაგცეთ რადგან პასუხმა შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. ვიმეორებ, ამ ემპათიურ საქციელს გვთხოვთ ჩვენ -"რუს ღორებს", რომელთა ამოცანა, თქვენი აზრით, "ქვეყნის გარუსება" და "ყველა პატრიოტის დათრგუნვაა".
სჯობს ჩესნად თქვით რასაც ფიქრობთ, რომ არა ვართ ადამიანები და ადამიანის უფლებები ჩვენზე არ ვრცელდება!
ანუ თქვენ გაქვთ უფლება დაგვაკუკოთ ხოლო პასუხის დაბრუნების უფლება ჩვენ არ გვაქვს!
ჰოდა აქედანაც და იქედანაც როგორ გინდათ კაცო? ჩამოყალიბდით!"-წერს შალვა რამიშვილი.

0
550
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0