საქართველო „ქალბატონო ხათუნა, ჯანმრთელი ვარ და საცოდავისაც, მგონი, არაფერი მეტყობა... ჰოდა, მე გკითხავთ..." - რას წერს ბონდო მძინარაშვილი 2023, 22 მარტი, 2:25 ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციონერ ხათუნა სამნიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ქალბატონო ხათუნა, წიგნ(ებ)იც წავიკითხე, ოროსანიც არასდროს ვყოფილვარ, ჯანმრთელი ვარ და საცოდავისაც, მგონი, არაფერი მეტყობა... ჰოდა, მე გკითხავთ: ფულს რაში იღებთ? სერიოზულად კი, - სირცხვილია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატი დეპუტატს ასე მიმართავდეს! ახლა არ შემაგინოთ! P.S. რა გჭირთ ამ ქალ დეპუტატებს, თქვენს სიცოცხლეში შაქარი არ გიჭამიათ?! („კუკარაჩა")", - წერს ბონდო მძინარაშვილი. 487 2-ს მოსწონს
|