x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"დაპატიმრება იგეგმება“ - ვის დაპატიმრებას აანონსებს მაია ორჯონიკიძე

image


"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ცოტა ხნის წინ აშშ ექს-პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს მისი დაპატიმრება იგეგმება და მხარდამჭერებს შეკრებისა და პროტესტისკენ მოუწოდა!"- ვკითხულობთ მაია ორჯონიკიძის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ე.წ. სტორმი დენიელსის საქმის გამო შესაძლოა დააკავონ, დენიელსის თქმით, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.


გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან “გაჟონილი ინფორმაცია” იმაზე მიუთითებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული. ტრამპმა თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მანჰეტენზე მდებარე სასამართლო შენობის გარშემო, იქ სადაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრალდების გამოცხადებას ელიან, ბარიკადები აღმართეს. ნიუ-იორკში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.


ცნობისთვის, ბრალის წაყენების შემთხვევაში, ტრამპი გახდება ამერიკის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება.








0
613
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
613