x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გია მურღულიას 7 გასაოცარი გამონათქვამი
გია მურღულიას 7 გასაოცარი გამონათქვამი

იხილეთ გია მურღულიას 7 გასაოცარი გამონათქვამი:


1.“ხუთი რჩევა ბებიებსა და ბაბუებს:


1. ეცადე, პატარებს აჩვენო, რომ ცოდნა ვერ ცვლის გამოცდილებას;


2. მოიპოვე სწავლების მეტი უფლება, ვიდრე ასაკი გაძლევს – შენი სახელით, ცხოვრების წესით, გაკეთებული საქმეებით, უპირობო სიყვარულით – ოთხივე დამაჯერებლობას სძენს შენს რჩევებს;


3. არ დააძალო – შესთავაზე;


4. ასწავლე ქცევით;


5. თუ გსურს ბავშვში ხანდაზმულის გონება გააცოცხლო, არ მოკლა ბავშვი შენში."


2."ზოგი აზროვნებას კრძალავს.


ზოგი - ლაპარაკს.


ზოგი - ცხოვრებას.
მოკლედ, სხვათა პროფესიონალი შემზღუდველები ძალიან ენდობიან საკუთარ თავებს და იმასაც, რომ "ჭეშმარიტია ის, რაც მე მინდა"
3."ადამიანმა ხანდახან მაინც უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე და რა არის მისი ცხოვრების აზრი.
ამის გაკეთება დღესაც შეიძლება.
პასუხისთვის დიდი დიაპაზონია - სიტყვებიდან "ტყუილად დავიბადე" სიტყვებამდე "მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ".
პირველი ორი სიტყვის ("ტყუილად დავიბადე") რაციონალური (ან თუნდაც ემოციური) გამართლება არ არსებობს.
დანარჩენ სივრცეში საკუთარი თავის მოძებნა ყოველთვის შეიძლება.
სამყაროსთვის უმნიშვნელო უბრალო მწერის არსებობაც კი არ არის, არამცთუ ადამიანის ყოფნა ამქვეყნად.
აღმოაჩინეთ საზრისი თქვენს ცხოვრებაში - უამისოდ კაცში პიროვნება ვერ იბადება."
4."ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ."
5."ხანდახან შეიძლება უნებურად მოგიწიოთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არასწორ ნაბიჯს გადადგამთ, თუ სულელს რაიმე მნიშვნელობას მიანიჭებთ.ეს თქვენთვის მძიმე ტვირთი იქნება, მისთვის კი - დღესასწაული."


6."სიტყვა "ერთგულება" აზრს იძენს მხოლოდ სხვა ორი ცნების - "ღირსებისა" და "სამართლიანობის" - შემდეგ.


7."ბუნება სამართლიანია - ის თანაბრად ანაწილებს ნიჭიერებას დროსა და სივრცეში.
არცერთი დრო არ არის, ამ მხრივ, სხვებზე აღმატებული.
ამიტომ, უფრო გვიან დაბადება წინასწარი უპირატესობა არ არის.
იცხოვრე და შექმენი ასეთი უპირატესობის გარეშე - ეს არის ყველაზე ღირსეული ფიქრიც და ქცევაც.
P.S. ჰო - ის პასუხისმგებლობასაც ანაწილებს, თუმცა უფრო უსამართლოდ."
0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0