x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა ეკამათო საყვარელ ქალს- გია მურღულიასგან
ცნობილი ფილოლოგი,  გია მურღულია წერს იმის შესახებ,  თუ რატომ არ უნდა ეკამათოს მამაკაცი საყვარელ ქალს დ

ცნობილი ფილოლოგი, გია მურღულია წერს იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ეკამათოს მამაკაცი საყვარელ ქალს და ამისთვის 10 არგუმენტი მოჰყავს.

„რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს?

(10 მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)


1. შეიძლება, არ მოეწონოს – ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;

2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ – და არა ერთხელ;

3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;

4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს – უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;

5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს – ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;

6. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება – ეს აბსოლუტური იარაღია;

7. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები – ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;

8. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში – მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;

9. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი – ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;

10. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;

პირველი 10 ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? – სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: “აქ ცხოვრობს სულელი”.

ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ:

“არსებობს ქალის მართვის ორი გზა.
პირველი – დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის”.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0