x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
10 ადამიანი, რომლებმაც მსოფლიო რეკორდი თავიანთი ფიზიკური გარეგნობით დაამყარეს



image





10. ყველაზე ასაკოვანი სიამის ტყუპები


სიამის ტყუპები თანამედროვე ეპოქაში იშვიათი შემთხვევაა უკვე, რადგან ექიმები დაბადებისთანავე ცდილობენ მათ დაცალკევებას ოპერაციების წყალობით. თუმცა ეს არ ეხება ცნობილ ამერიკელ სიამის ტყუპებს რონი და დონი გალიონებს.


68 წლის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ისე, რომ რამდენიმე ორგანოს იზიარებდნენ, მათ შორის საჭმლის მომნელებელ სისტემას, საზარდულსა და სწორ ნაწლავს.

ისინი 1958 წლის 28 ოქტომბერს დაიბანდნენ. ტყუპებმა საავადმყოფოში ექიმებთან ერთად ორი წელი გაატარეს, იმის იმედად, რომ შეძლებდნენ მათ განცალკევებას. საბოლოოდ დაადგინეს, რომ ეს ძალიან სარისკო იქნებოდა მათი სიცოცხლისთვის და დატოვეს ისინი ისე, როგორც დაიბადნენ.



რონი და დონი მალე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სიამის ტყუპები გახდნენ და სატელევიზო შოუებში 'The Jerry Springer Show''-სა და ''Discovery Channel''-ში გამოჩნდნენ. ისინი მამასთან ერთად გასტროლებზე დადიოდნენ და გამოიმუშავებდნენ ფულს.


2009 წელს ისინი გინესის რეკორდების წიგნში შევიდნენ, როგორც ყველაზე ასაკოვანი სიამის ტყუპები.


სამწუხაროდ, რონი და დონი 2020 წელს გულის უკმარისობით გარდაიცვალნენ.


image





9. ყველაზე თმიანი კაცი


image


ლარი გომესის სხეულის 98% პროცენტი თმითაა დაფარული.

ის ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე თმიანი მამაკაცია.

ლარის აქვს იშვიათი გენეტიკური დაავადება ჰიპერტრიქოზი, რაც იწვევს ჭარბ თმას. მსოფლიოში მსგავსი დაავადება სულ 100-მდე ადამიანს აქვს.






8. ყვლაზე ელასტიური კანი


image


52 წლის ბრიტანელ გარი ტერნერს ერთ-ერთი იშვიათი რამ ახასიათებს, რომელსაც ელერს-დანლოსის სინდრომი ჰქვია. მას აქვს უკიდურესად ელასტიური კანი. მისი კუჭის კანი შეიძლება 15, 8 სმ-მდე გაიჭიმოს.


გარი რეკორდსმენია 2009 წლიდან.


1971 წელს, როდესაც ის დაიბადა, ბებიაქალმა შეამჩნია, რომ ბავშვს ძალიან მოშვებული კანი ჰქონდა.

გარი ამბობს, რომ კანს როცა ჭიმავს არ არის მტკივნეული.

თუმცა, მისი ეს მდგომარეობა მოქმედებს სახსრების ტკივილზე.


ის დროდადრო ჩნდება ხოლმე კამერების წინ, რათა აჩვენოს მსოფლიოს, რა კარგია იყო განსხვავებული.


image





7. ყველაზე სწრაფი 100 მეტრზე ოთხით სირბილში


image


გაიცანით კენიჩი იტო სეტაგაიადან, იაპონია.

ერთ დღეს მან გადაწყვიტა შეესწავლა, თუ როგორ დარბიან მაიმუნები ოთხზე და დაიწყო ვარჯიში. დადიოდა ზოოპარკებში, უყურებდა ონლაინ ვიდეოებს და აკვირდებოდა მაიმუნების მოძრაობებს.


2013 წელს მან მთელი თავისი ვარჯიში და სწავლა პრაქტიკაში გამოსცადა და 100 მეტრი ტრასა დაოთხილზე 16, 87 წამში გაირბინა. თუმცა, ამან არ დააკმაყოფილა და 2015 წელს კიდევ ერთხელ სცადა, რაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ოთხით 100 მეტრი 15, 71 წამში დაფარადა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


image


შედარებისთვის, უსეინ ბოლტი მსოფლიო რეკორდსმენია 100 მეტრის ყველაზე სწრაფად სირბილში ორი ფეხით, მან ეს მანძილი 9, 58 წამში დაფარა.





6. ყველაზე გრძელი წამწამები

image


წარმოგიდგენიათ წამწამები, რომლებიც ნიკაპამდე აღწევს?


შანხაიში დაბადებულ You Jianxia-ს აქვს მსოფლიოში უგრძესი -12, 40 სანტიმეტრიანი სიგრძის წამწამები, რის გამოც 2018 წელს მოხვდა კიდეც გინესის რეკორდებში.





5. ყველაზე მეტი თითი


image


63 წლის ინდოელი ქალ, სახელად კუმარი ნაიაკი მსოფლიოში ყველაზე ბევრი ხელის და ფეხის თითი აქვს - ხელზე - 12, ფეხზე კი - 19.


ამ სინდრომს პოლიდაქტილიზმი ეწოდება. სამწუხაროდ ის მთელი ცხოვრება იზოლირებული იყო და სახლში იმალებოდა, ადამიანები მას გაურბოდნენ ეშინოდათ მისი და ხანდახან ''ჯადოქარსაც'' კი უწოდებდნენ.





4. ყველაზე დაბალი ქალი

image

ჯიოტი კისანჯი ამგე 30 წლის ინდოელი მსახიობია. დაიბადა 1993 წლის 16 დეკემბერს. მისი სიმაღლე 62.8 სანტიმეტია.

2009 წელს იგი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც გამოჩნდა Fuji TV-ში.

დედის, რანჯანას თქმით ჯიოტიმ 5 წლის შემდეგ შეწყვიტა ფიზიკური ზრდა და გაირკვა, რომ ის ჯუჯა იყო, რომელიც ცნობილია როგორც აკონდროპლაზია.


ეს არის გენეტიკური მდგომარეობ, როცა ძვლის ზრდა დარღვეულია და ხრტილი ძვლად ვეღარ გადაიქცევა. ჯიოტის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ფეხებსა და მკლავებში შეიმჩნევა.





3. ყველაზე გრძელი ულვაში


image


ინდოელი რამ სინგ ჩაუჰანი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაშის ამაყი მფლობელი. ამ ულვაშს ის 1982 წლიდან იზრდის, მას შემდეგ რაც 30 წლის გახდა.


ჩაუჰანი ამბობს, რომ ულვაშის მოვლას დღეში 2 საათი სჭირდება.

სიარულისას დისკომფორტი რომ არ შეექმნას ულვაშს კისერსა და თავზე იხვევს ხოლმე.


2011 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაშის მფლობელად.


"ჩემთვის ულვაში ფასდაუდებელია" - ამბობს ჩაუჰანი.





2. ყველაზე წვრილი წელი


image

კეტი იუნგი არის ამერიკელი ქალი, რომელსაც აქვს მსოფლიოში ყველაზე წვრილი წელი. მისი წელის ზომა 38, 1 სანტიმეტრია.


კეტი გატაცებულია კორსეტებით და ვიქტორიანული ეპოქით. ის 1983 წლიდან ყოველდღიუურად 23 საათის განმავლობაში კორსეტს ატარებს, მხოლოდ ბანაობის დროს იხსნის ხოლმე. ამიტომ კორსეტის ყოველდიური გამოყენებით წლების განმავლობაში წელი თანდათან დაუწვრილდა.





1. ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალი

image

მაკი კურინი არის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, თითქმის მეტრნახევარი სიგრძის ფეხები აქვს.

მისი მარჯვენა ვეხი 134, 3 სანტიმეტრის სიგრძისაა, მარცხენა კი - 135, 2 სმ, რაც მისი მთლიანი სიმაღლის 60%-ს შეადგენს.


მაკს ასეთი სიმაღლის გამო უწევს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება, მაგალითად მისთვის ძნელია კარების უმეტესობაში შესვლა, მანქანაში ჩაჯდომა ტანსაცმელის პოვნა, რომელიც ზუსტად შეესაბამება.






0
159
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0