x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ადამიანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს (ნაწილი 1)

imageალბერტ ანშტაინი - ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.

მარტინ ლუთერ კინგი - გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები. კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

აბრაამ ლინკოლნი - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861-1865 წლებში. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში - ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.

მაჰათმა განდი - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ერის სულიერი ლიდერი იყო. მისი სახელი ინდოეთში წმინდანების მსგავსი პატივითაა მოსილი. ის მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავის ქვეყანაში მძვინვარე რელიგიური რეპრესიებისა და ძალადობის წინააღმდეგ, სიცოცხლის ბოლოს კი ამავე ძალადობის მსხვერპლი გახდა. განდისა და მისი სწავლების გარეშე დღევანდელი მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა.

ისააკ ნიუტონი - ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასთან. მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ.

ნელსონ მანდელა - ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. იგი 27 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში. 1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას. მას ასევე ნობელის პრემია აქვს მიღებული მშვიდობის დარგში.

სტივ ჯობსი - კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. რომლის პროექტებსაც მიეკუთვნება iMac, iBook, iPod დაiPhone.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0